ბიზნესი

„რომპეტროლი“ კოვიდთან მებრძოლ მედპერსონალს სამი თვის განმავლობაში ლანჩით უზრუნველჰყოფს

„რომპეტროლი“ კოვიდთან
მებრძოლ მედპერსონალს
სამი თვის განმავლობაში
ლანჩით უზრუნველჰყოფს
1610349290
დაკოპირებულია

„რომპეტროლ საქართველო“ პანდემიის პერიოდში მებრძოლი მედიკოსების მიმართ მადლიერებას გამოხატავს და კოვიდ კლინიკებში მომუშავე მედპერსონალს ლანჩით უზრუნველჰყოფს.

„რომპეტროლი“ აღნიშნულ პროექტს კაფე „ამო რა“-ს ჩართულობით განახორციელებს, სადაც კლინიკებში გასაგზავნი 1000 “ლანჩბოქსი” მომზადდება. “ლანჩბოქსებს” თან დაერთვება „რომპეტროლ საქართველოს” თითოეული თანამშრომლის სახელით გამზადებული სამადლობელი მესიჯები, ამგვარად რომპეტროლის ყოველი თანამშრომელი პირადად შეძლებს მადლობა გადაუხადოს თავდადებულ ექიმებსა და მედპერსონალს, რომლებიც კოვიდ კლინიკებსა და ცხელების ცენტრებში მუშაობენ.

„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა, პროექტის განხორციელებისთვის საჭირო თანხა - 13000 ლარი „რომპეტროლის“ საერთაშორისო საახალწლო კონკურსში გამარჯვებით მოიპოვა. კორპორატიულ კონკურსში ყველა ის ქვეყანა მონაწილეობდა, სადაც „რომპეტროლი“ ოპერირებს.

„რომპეტროლი“ ყოველ წელს გრანდიოზულ საახალწლო ღონისძიებას აწყობს, რომელიც რუმინეთში იმართება და მას სხვადასხვა ქვეყნიდან ჩასული კომპანიის 5000-მდე თანამშრომელი ესწრება. კოვიდ პანდემიის გამო, წელს ღონისძიებამ უჩვეულო ფორმატი შეიძინა. ის ონლაინ რეჟიმში ჩატარდა, სადაც ყველა ქვეყანამ თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი კლიპების ჩვენება გამართა საკონკურსო თემაზე: „რომპეტროლის ოჯახი, ერთობა, თანადგომა, შობა“. გამარჯვებულ ქვეყანას ერგებოდა ბიუჯეტი მისთვის სასურველი საქველმოქმედო აქტივობის განსახორციელებლად, რომელსაც ქვეყნები კონკურსის დაწყებამდე წარადგენდნენ. „რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა საქველმოქმედო მიმართულებად ამჯერად საქართველოში კოვიდ-პანდემიასთან მებრძოლი მედპერსონალის თანადგომა და მათ მიმართ მადლიერების გამოხატვა აირჩია“, - აცხადებს „რომპეტროლ საქართველოს“ მარკეტინგის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეონა შალამბერიძე.

„რომპეტროლ საქართველოს“ გუნდმა ონლაინ ღონისძიებაზე, სხვა ქვეყნების მსგავსად, თანამშრომლების მონაწილეობით შექმნილი საკონკურსო კლიპი წარადგინა, რომელმაც ხმათა უმრავლესობით გამარჯვება მოიპოვა.

„საკონკურსო კლიპის გმირი ჩვენი ჩამსხმელი ოპერატორია, რომელიც სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს, ბენზინგასამართ სადგურზე სრულიად მარტო ელის შობის დადგომას, თუმცა მისი სევდიანი განწყობა უეცრად იცვლება, როდესაც მოულოდნელად „რომპეტროლის“ თანამშრომლები უერთდებიან და შობას მასთან ერთად ხვდებიან“, - აცხადებენ კომპანიაში.

„რომპეტროლ საქართველომ“ პანდემიის პერიოდში სამედიცინო სფეროს დასახმარებლად მიმართული სხვა პროექტებიც განახორციელა. კომპანიამ სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, თავისი წვლილი შეიტანა კოვიდ 19-თან ბრძოლაში და აპრილსა და მაისში საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრს 60000 ლიტრი საწვავი უსასყიდლოდ გადასცა. დეკემბრის თვეში კი „რომპეტროლი“ მოხუცებულთა ჰოსპისს - „ფერისცვალება“-ს დაეხმარა და 500 ლიტრი საწვავი საჩუქრად გადასცა. შედეგად, პანდემიის პერიოდში დაწესებულების ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულების - შინ ზრუნვის პროგრამის შეუფერხებლად განხორციელება უზრუნველყო.

„რომპეტროლი საქართველო“ ადგილობრივ ბაზარზე მე-15 წელია სტაბილურად და წარმატებით ვითარდება, წარმოადგენს საწვავის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს საქართველოში და მომხმარებელს საუკეთესო ხარისხის - ევრო 5 სტანდარტის საწვავს სთავაზობს. მისი მფლობელი ჯგუფი KMG International-ი კი, 6000 თანამშრომლით, ევროპისა და ცენტრალური აზიის 11 ქვეყანაში ოპერირებს და წარმოადგენს შავი და ხმელთაშუა ზღვების რეგიონებში ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ მოთამაშეს.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

1611240346
გურამ ნიკოლაშვილი - აშშ-ის
1200 დოლარის მოცულობის
დახმარების პაკეტი ქართულ
ეკვივალენტზე ბევრად
ნაკლებია, ამერიკულ
სამომხმარებლო კალათასა
და ოკეანისგაღმა ფასებთან
შედარებით

ნიკოლაშვილი: პროტოკოლში ნათლად წერია, რომ საქ...

„გარეჯი რომ საქართველოა, ეს იცის ყველა ქართველმა განურჩევლად მრწამსისა, აღმსარებლობისა თუ დაბადების ადგილისა. საქართველოა აფხაზეთიც და სამაჩაბლოც, საქართველოს ისტორიული სხვა მიწები კი ბედის უკუღმართობით დღეს ჩვენი ყველა მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზეა მოქცეული - ეს ბედი ხვდა წილად გარეჯის კომპლექსის ბერთუბნის მონაკვეთს, რომლის შემოსაერთებლადაც გასული საუკუნის 70-80-იან წლებში ქართველი პატრიოტები ბევრს ცდილობდნენ, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ კი საქართველო საბჭოთა რესპუბლიკის საზღვრებში ცნეს.

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ლარი გაუფასურდა

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა. 21 იანვრის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გამყარდა და 3.3010 ლარი შეადგინა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 3.2982 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში -0.28 თეთრი შეადგინა.