მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სად შევიძინოთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები

სად შევიძინოთ ავადმყოფის მოვლის საშუალებები

სამედიცინო ჯგუფი „ახალი ხედვა“ 2012 წელს დაარსდა და იმ დროიდან მოყოლებული ლიდერი კომპანიის პოზიციას ინარჩუნებს ბაზარზე. პირველობის მოპოვება არ იყო მარტივი, წლების განმავლობაში იგი ცდილობდა გაეუმჯობესებინა როგორც სერვისი, ასევე მომსახურება. ეს ყველაფერი კი კეთდებოდა იმისათვის, რომ დაეკმაყოფილებინა საკუთარი მომხმარებლების საჭიროებები.

რა სახის პროდუქტებს გვთავაზობს „ახალი ხედვა“?

„ახალი ხედვა“ მომხმარებელს სთავაზობს უმაღლესი ხარისხისა და მრავალფეროვანი არჩევანის მქონე ავადმყოფის მოვლის საშუალებებს. როგორც ადგილზე, ასევე კომპანიის ვებ-გვერდზე თქვენ შეგიძლიათ დაათვალიეროთ პროდუქციის სრული ასორტიმენტი, სადაც მოცემულია შემდეგი სახის პროდუქცია: თვითგადასაადგილებელი სავარძლები, ხელჯოხები, შშმ პირის ეტლები, ყავარჯნები და სხვა.

პროდუქციის მრავალფეროვნებასთან ერთად არის კიდევ ერთი ფაქტორი, რაც „ახალ ხედვას“ სხვა კომპანიებისაგან გამოარჩევს. ეს არის ფასის ხელმისაწვდომობა. წარმოდგენილი პროდუქციის ღირებულება 5 ლარიდან 1500 ლარამდე მერყეობს, რაც თავისუფალი არჩვენის გაკეთების საშუალებას აძლევს მომხმარებელს.

რატომ „ახალი ხედვა“?

იმ ადამიანების დასახმარებლად ძალიან მნიშვნელოვანია განსაკუთრებული მოვლა, რომლებიც ხანდაზმულობის, ინვალიდობის თუ სხვადასხვა დაავადებების გამო სხვაზე დამოკიდებულნი ხდებიან გარკვეული დროის განმავლობაში ან მთელი ცხოვრების მანძილზე.

„ახალი ხედვა“ კი საშუალებას აძლევს მომხმარებლებს გამოიჩინონ განსაკუთებული ყურადღება და მზრუნველობა იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც ასეთ მოვლას საჭიროებენ.

კომპანია ზრუნავს იმაზე, რომ ნებისმიერ ადამიანს ჰქონდეს წვდომა ავადმყოფის მოვლის საშუალებებზე, ამიტომაც იგი უზრუნვლყოფს საკუთარი პროდუქციის მიწოდებას არა მხოლოდ, თბილისში, არამედ რეგიონებშიც - გორში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში. სამომავლოდ კი ქსელის კიდევ უფრო გაფართოებას გეგმავს, რათა ქვეყნის მოსახლეობას მაქსიმალურად მიუწვდებოდეს ხელი სამედიცინო პროდუქტსა თუ სერვისზე. მანამდე კი მომხმარებელს სთავაზობს ადგილზე მიწოდების სერვისს მთელი საქართველოს მასშტაბით.

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ახალი ხედვის საიტს.