საერთაშორისო სარეიტინგო სააგენტომ - Fitch Ratings თიბისი ბანკის გრძელვადიანი საკრედიტო რეიტინგის პროგნოზი გააუმჯობესა და მას „სტაბილურის“ სტატუსი მიანიჭა, ხოლო ბანკის გრძელვადიანი რეიტინგი (IDR) კი, კვლავ “BB” - ზე დაადასტურა. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.
ბანკის თქმით, სტაბილური პროგნოზი თიბისი ბანკის საკრედიტო პორტფელზე კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული კრიზისის შემცირებულ ზეგავლენას ასახავს.
სარეიტინგო სააგენტო მიიჩნევს, რომ თიბისი ბანკი არსებულ გამოწვევას კაპიტალის ჯანსაღი ბუფერით და კარგი ფინანსური მაჩვენებლებით შეხვდა.
შესაბამისად, Fitch Ratings-ის მოლოდინით, თიბისი ბანკის მომგებიანობა საკმარისი იქნება პანდემიის შედეგად მიღებული შესაძლო საკრედიტო დანაკარგების ასათვისებლად, ისე რომ ბანკის ფინანსურ პროფილს საფრთხე არ შეექმნას.
„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.
ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.
„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.
ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.
„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.
სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.
დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.