ბიზნესი

საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს

საქართველოს ბანკი
ადგილობრივი წარმოების
მხარდასაჭერად
1611646215
დაკოპირებულია

 საქართველოს ბანკი ადგილობრივი მეწარმეების ხელშეწყობას განაგრძობს. მეღვინეობის პროექტის მხარდასაჭერად, ბანკმა 100,000 ლარის ოდენობის ფინანსური რესურსი გამოყო, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

 

აღნიშნული პროექტის ფარგლებში ხელვაჩაურის რაიონის სოფელ განახლებაში მეწარმემ მარანი მოაწყო და ადგილობრივ ბაზარზე უკვე აქტიურ რეჟიმში ახორციელებს 5 დასახელების ღვინის: რქაწითელის, ჩხავერის, ცოლიკაურის, უსახელაურის და საფერავის რეალიზაციას.

მათი თქმით, სამომავლოდ იგეგმება მარნის გაფართოებაც. ასევე, სასტუმროსა და რესტორანში სტუმრების მიღება. გარდა ამისა, „ჯაფარიძეების მარანს“ ბანკის მხარდაჭერით ახალი დანადგარი შეემატა, რისი მეშვეობითაც მეწარმე ღვინოს უკვე ბოთლებში ჩამოასხამს და ასეთი სახით გაუწევს რეალიზაციას.

„საქართველოს ბანკი ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერის მიზნით მეღვინეობის მიმართულებით პროექტების დაფინანსებას აქტიურად განაგრძობს. ამჯერად ბანკის ხელშეწყობით „ჯაფარიძეების მარანი“ საქმიანობას აფართოებს.

მეწარმე 5 ჯიშის ყურძნისგან დამზადებული ღვინის რეალიზაციას ახლა უკვე ბოთლის სახითაც შეძლებს. მსგავსი პროექტების განხორციელება მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისათვის, ვინაიდან ის ხელს უწყობს არა მარტო ბიზნესების განვითარებას, არამედ ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი წარმოების მხარდაჭერა და აქტიურად ვაგრძელებთ ბიზნესების სამომავლო საქმიანობის ხელშეწყობას“, - განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.

აქცია მსვლელობა
ფილარმონიიდან

„თავისუფლებისთვის“ - ფილარმონიიდან ოპოზი...

გაერთიანებული ოპოზიციის მიერ დაგეგმილი აქცია-მსვლელობა ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარე ტერიტორიიდან უკვე დაიწყო. 

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი ეკა ბესელია 26 თებერვლის საპროტესტო აქციას უერთდება და მიაჩნია, რომ განურჩევლად პარტიული ინტერესებისა, ყველა ინდივიდუალური პროტესტის გამოსახატავად უნდა მივიდეს.

1614330247

თბილისის გაზმომარაგების ცენტრალურ მაგისტრალზე ავარია მოხდა. 

1614330159

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი გაცნობებთ, რომ დღეს, 26 თებერვალს, თბილისში მიმდინარეობს ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების მიერ ორგანიზებული აქცია-მსვლელობა, რის გამოც დედაქალაქის ცალკეულ უბნებში ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეზღუდულია, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.

1614330007

„გირჩის“ ერთ-ერთი ლიდერი ვახო მეგრელიშვილი ამბობს, რომ პარტიის რამდენიმე წარმომადგენელი ოპოზიციის მიერ დაგეგმილ დღევანდელ აქციას შეუერთდება. 

1614329741
ხაზარაძე

„ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა, ამის ერთადერთ...

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე უერთდება გაერთიანებული ოპოზიციის აქციას.

ის აღნიშნავს, რომ  ოპოზიციის მოთხოვნა არის უცვლელი, ქვეყანას სჭირდება გადატვირთვა ამის ერთადერთი გზა  რიგგარეშე არჩევნებია.

1614324006
თბილისი 175, იმერეთი 37 - კორონავირუსის...

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 175 შემთხვევა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov.ge-ზე განახლდა.

საქსტატის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის...

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) კლებამ 11.5 პროცენტი შეადგინა.

იაპონიაში თვის ბოლოს საგანგებო მდგომარეო...

იაპონიის მთავრობის ინფორმაციით, ქვეყანაში თვის ბოლოს პრაქტიკულად ყველა პრეფექტურაში საგანგებო მდგომარეობა გაუქმდება. ამის შესახებ Reuters იუწყება.