ბიზნესი

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით 500 Georgia-ს აქსელერაციის მეორე ნაკადი დაიწყო

საქართველოს ბანკის
მხარდაჭერით 500 Georgia-ს
აქსელერაციის მეორე
ნაკადი დაიწყო
1605520951
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ინიციატივით, მსოფლიოში წამყვანი გლობალური აქსელერატორი 500 Startups-ი აქსელერაციის პროგრამას აგრძელებს. ინფორმაციას საქართველოს ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი რეგიონის მასშტაბით ხორციელდება, მონაწილე კომპანიებს შორის კი წარმოდგენილი არიან როგორც ქართული, ასევე უცხოური კომპანიები, რომლებიც ქართულ კომპანიებად დარეგისტრირდებიან და გახდებიან ქართული ეკოსისტემის წევრები.

აქსელერაციის პროგრამის მეორე ნაკადი დაიწყო, სადაც 15 კომპანიაა ჩართული. ესენია: Activechat, Agrolabs, Argonavti, Arealy, B2C.GE, Citycom, Corebook, Extra.ge, Kernel, Kvalifika, My Nanny, PAYZE, Simpolium, Trice, YouTravel.me,

ბიზნეს აქსელერატორის 500 Startups -ის მეორე ნაკადში შერჩეული სტარტაპებისთვის აქსელერაციის პროცესი - ონლაინ „ბუთქემფი“ უკვე დაიწყო და ის 11 დეკემბრამდე გაგრძელდება. კურსი, როგორც ლექციებსა და ვორქშოფებს, ასევე მენტორებთან პირად შეხვედრებს მოიცავს. ამ პერიოდის განმავლობაში აქსელერაციის მონაწილეები საბაზისო, ფუნდამენტურ საკითხებს გაეცნობიან, როგორიცაა: პროდუქტის განვითარება, მომხმარებელი, გაყიდვები და სხვა.

პროექტის მთავარი მიზანი საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემის გაძლიერება, საინვესტიციო პოტენციალის განვითარება და სტარტაპ კომპანიების გლობალურ ბაზარზე მასშტაბირებაა. აქსელერაციის პროგრამის პირველ ნაწილში 15 სტარტაპმა მიიღო მონაწილეობა, მათ მიერ მოზიდული ინვესტიციების მოცულობა კი 5 მლნ აშშ დოლარს აღემატება. პირველი ნაკადის ორი გამარჯვებული სტარტაპი, Cardeal და Cargon, 2021 წლის გაზაფხულზე სილიკონ ველიზე გაემგზავრება, სადაც 500 Startups-ის ერთთვიან პროგრამაში მიიღებს მონაწილეობას.

„მოხარული ვართ, რომ ვაგრძელებთ ისეთი გლობალური პროექტის განხორციელებას, როგორიცაა 500 Georgia. აქსელერაციის პროგრამის მეშვეობით 2 სტარტაპს უკვე მიეცა შესაძლებლობა სილიკონ ველიში გაემგზავროს. მეორე ნაკადში მონაწილე 15 სტარტაპს კი აქვს უნიკალური შანსი, საკუთარი სტარტაპებისა და კომპანიების დასახვეწად მსოფლიოში წამყვან, ერთერთ ყველაზე დიდი გამოცდილების მქონე კომპანიასთან და მენტორებთან იმუშაონ. აქსელერაციის პროგრამის პირველი ნაწილი წარმატებით დასრულდა, რაც საქართველოს სტარტაპ ეკოსისტემისთვის უდიდესი წარმატებაა და იმაზე მიუთითებს, რომ წინ კიდევ ბევრი საინტერესო პროექტია. მინდა ვუთხრა პროგრამაში ჩართულ სტარტაპებს, რომ არ გაჩერდნენ, ჰქონდეთ საკუთარი თავის რწმენა და ახსოვდეთ რომ, გზა სულ არის განავითარონ სტარტაპი. გვინდა წარმატებები ვუსურვოთ მეორე ნაკადში ჩართულ თითოეულ მონაწილეს. ჩვენ გვეამაყება მათი წარმატება“,- განაცხადა საქართველოს ბანკის გენერალურმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ.

შეგახსენებთ, 500 Startups ვენჩურული კაპიტალის ერთ–ერთი ყველაზე აქტიური გლობალური კომპანიაა. 2010 წლიდან - დღიდან დაარსებისა, კომპანიის მხრიდან ინვესტირება განხორციელდა 77 ქვეყნის 2400–ზე მეტ კომპანიაში.

მის პორტფოლიოში შედის ისეთი Unicorn სტარტაპები, როგორებიცაა: Intercom, Credit Karma, Grab, Talkdesk, Canva, GitLab. გარდა სტარტაპ დამფუძნებლებისა, 500 Startups დახმარებას უწევს ქვეყნებს და კორპორაციებს ინოვაციური ეკოსისტემების განვითარებაში, რასაც სააქსელერაციო და საგანმანათლებლო პროგრამების, ღონისძიებებისა და პარტნიორობების მეშვეობით მთელი მსოფლიო მასშტაბით ახორციელებს.

ქართული ოცნება

„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს შემადგენლო...

„ექსპო ჯორჯიაში“ გამართულ პარტიის ყრილობაზე „ქართული ოცნების“ წევრებმა პოლიტსაბჭოს ახალი შემადგენლობა აირჩიეს. 

ახალციხე-ნინოწმინდის გზის 90-112კმ მონაკვეთზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. ამის შესახებ ინფორმაციას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. 

1610815842

„ვაშინგტონ პოსტის“ სტატიაში განსაკუთრებულად ხაზგასმულია, რომ პუტინისგან, ტრამპისგან და ლუკაშენკოსგან განსხვავებით, ბიძინა ივანიშვილი არის უნიკალური ლიდერი, რომ ისინი ებღაუჭებოდნენ ხელისუფლებას, ხოლო ბიძინა ივანიშვილმა, მათგან განსხვავებით და ეს უსვამს ხაზს მის უნიკალურობას, დემოკრატიული არჩევნებით მიღებული ძალაუფლება, ნებაყოფლობით დათმო მაშინ, როდესაც კადენციაც არ იყო გასული,- ასე უპასუხა პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა, ლაშა ნაცვლიშვილმა „ვაშინგტონ პოსტში“ ბიძინა ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიაზე დასმულ შეკითხვას.

1610808919

„ბიძინა ივანიშვილის ქართული პოლიტიკიდან დისტანცირება არის უნიკალური მოვლენა არა მხოლოდ პოსტსაბჭოთა სივრცეში, არამედ ზოგადად მსოფლიო პოლიტიკაში. ბიძინა ივანიშვილის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა იყო, პოლიტიკური ქველმოქმედების 8 წლიანი აქტი, რომლის შედეგი დროთა განმავლობაში კიდევ უფრო გამოჩნდება და ისტორია იტყვის თავის სიტყვას“,- ამის შესახებ ლაშა ნაცვლიშვილმა, პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მრჩეველმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში განაცხადა.

1610808531

პარტია „მოქალაქეების“ წევრის ლევან იოსელიანის განცხადებით, საჭიროა, რომ მმართველ გუნდთან მოლაპარაკების მე-5 რაუნდის გამართვამდე ოპოზიციურმა პარტიებმა კომპრომისულ შეთანხმებას მიაღწიონ. 

1610808335
მერკელის პარტიის ახალი
თავმჯდომარე

მერკელის პარტიას ახალი თავმჯდომარე ჰყავს

გერმანიის მმართველმა პარტიამ, "ქრისტიან-დემოკრატიულმა კავშირმა" ახალი თავმჯდომარე აირჩია. ის 59 წლის არმინ ლაშეტი გახდა. ამის შესახებ BBC იუწყება. 

ვლადიმერ ბორცვაძე: პოლიციის მხრიდან გატა...

„პოლიციის მხრიდან გატარდა ყველა ღონისძიება, რომ დაცული ყოფილიყო ყველას უფლებები, არ დაზიანებულიყო არც ერთი ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა და ღონისძიება წარმატებით დასრულდა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ კასპში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა. 

რუსეთში გრიპი აღარ არსებობს - რუსული მედ...

რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ამ დროისთვის გრიპის ვირუსის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა. ამის შესახებ „როსპოტრებნადზორის“ ხელმძღვანელმა ანა პოპოვამ ეგორ გაიდარის სახელობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. ინფორმაციას სააგენტო „ტასი“ ავრცელებს. 

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგ...

საქართველოში ცირკულარული ეკონომიკის დარგების მიხედვით დანერგვის შესაძლებლობები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ სოლომონ პავლიაშვილმა და მონაწილე მხარეებმა ონლაინ შეხვედრაზე განიხილეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყების პრესსამსახური ავრცელებს.