კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში საქართველოს ბანკი განათლების ხელშეწყობას განაგრძობს. პანდემიის ფონზე შექმნილი საგანმანათლებლო გამოწვევების საპასუხოდ, ბანკის და „წიგნების თაროს“ პარტნიორობით „წიგნების თაროს სკოლა“ დაწყებითი კლასის მოსწავლეებისათვის კლასგარეშე გაკვეთილების შეთავაზებას განაგრძობს, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ონლაინ სკოლის საგანმანათლებლო პროცესში პირველიდან მეოთხე კლასამდე მოსწავლეები მთელი საქართველოს მასშტაბით არიან ჩართული.
პრესსამსახურის ცნობით, გაკვეთილები სხვადასხვა მულტიმედიური მასალის დახმარებით, თამაშებითა და ინტერაქციული მეთოდებით ტარდება, მოსწავლეები კი ისეთ საგნებს შეისწავლიან, რომლებიც მნიშვნელოვანია ამ ასაკის ბავშვების კომპლექსური განათლებისა და განვითარებისთვის, კერძოდ, მითოლოგია და ცივილიზაციები; დედამიწა და კოსმოსი; ადამიანი და ჯანმრთელობა; ლოგიკური აზროვნება და მათემატიკური თავსატეხები; შემოქმედებითი აზროვნება და ესთეტიკის აღქმა; რიტორიკული აზროვნება და საუბრის ხელოვნება.
სკოლაში დარეგისტრირებულ თითოეულ მოსწავლეს დამატებით საჩუქრად კვლავაც გადაეცემა მსოფლიო ლიტერატურის კურსი, რომელსაც მწერალი და ტელეწამყვანი, ალექსანდრე ლორთქიფანიძე გაუძღვება.
„განათლების ხელშეწყობა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. მოხარული ვართ, რომ გვაქვს შესაძლებლობა „წიგნების თაროსთან“ თანამშრომლობით ხელი შევუწყოთ ქვეყნის მასშტაბით არაფორმალურ განათლებას, განსაკუთრებით პანდემიის პერიოდში.
დისტანციურ სწავლებაზე მორგება არც თუ ისე მარტივი აღმოჩნდა, როგორც მოსწავლეებისთვის, ისე მასწავლებლებისთვის.
სწორედ ამ გამოწვევების საპასუხოდ შეიქმნა „წიგნების თაროს სკოლა“. პროექტის მთავარი მიზანია, ხელი შეუწყოს დაწყებითი კლასის მოსწავლეების განვითარებას. ჩვენ არ ვჩერდებით და მუდმივად ვცდილობთ ვიპოვოთ ახალი გზები განათლების ხელშეწყობისთვის“, - აცხადებენ საქართველოს ბანკში.
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
100 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს, თბილისში საბჭოთა რუსეთის მე-11 წითელი არმია შემოიჭრა. სწორედ 25 თებერვალი ჩაიწერა ისტორიაში, როგორც საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული თარიღი- ჩვენი ქვეყნის გასაბჭოების დღე, - ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი მომხრეებთან ერთად ერევნის ქუჩებში მიმდინარე მსვლელობაში მონაწილეობს. აქციის მონაწილეები ყვირიან „ნიკოლ პრემიერი!“ ინფორმაციას "ეხო კავკაზა" იუწყება.
საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით ინოვაციების დანერგვას განაგრძობს. ახლა უკვე სულ ახალი ბიზნეს მობილბანკის გამოყენებით, მომხმარებლებს საკუთარი ბიზნეს ოპერაციების მართვა ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია, - ამის შესახებ ინფორმაციას ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.
ჟურნალისტ ვახო სანაიაზე განხორციელებულ თავდასხმას ოპოზიციური პარტიები ერთობლივი განცხადებით ეხმაურებიან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 2019 წლიდან განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ ტარებისთვის ძებნილი პირი - 1972 წელს დაბადებული ბ.გ. ზუგდიდის მუნიციპალიტეტში დააკავეს, - ამის შესახებ ინფორმაციას შსს-ს პრესსამსახური ავრცელებს.
მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.
„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ოპოზიციას მოუწოდებს, რომ დაბრუნდეს პარლამენტში და მონაწილეობა მიიღოს პოლიტიკურ პროცესში.