ბიზნესი

საქართველოს ბანკის მობილბანკში ნებისმიერი ტრანზაქცია მომგებიანია

საქართველოს ბანკი
1605905203
დაკოპირებულია

საქართველოს ბანკი სპეციალურად მობილბანკის მომხმარებლებს ახალ აქციას სთავაზობს.

დღეიდან ერთი თვის განმავლობაში მობილბანკის მომხმარებლებს ეძლევათ შესაძლებლობა, მარტივი საბანკო ოპერაციების განხორციელების შედეგად მოიგონ ფულადი პრიზები. დღეში 1 000, ხოლო აქციის ბოლოს კი სუპერპრიზი- 50 000 ლარის ოდენობით.

აქციაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვთ 18 წელს მიღწეულ, საქართველოსა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებს (გარდა ბანკში დასაქმებული პირებისა). ამისათვის მხოლოდ საჭიროა მობილბანკში განახორციელოთ ნებისმიერი ოპერაცია, მაგალითად როგორიცაა: თანხის გადარიცხვა, მობილურის ბალანსის შევსება, გზავნილის მიღება, თანხის კონვერტაცია, კომუნალურების და სხვა გადასახადების დაფარვა. ამასთანავე, გამარჯვების შესაძლებლობა აქვს მასაც, ვინც საქართველოს ბანკის ინტერნეტბანკს აქტიურად იყენებს. მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელი საკუთარ ანგარიშებს შორის გადარიცხვით გათამაშებაში ვერ ჩაერთვება.

თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ მობილბანკი, მისი ჩამოტვირთვა App Store-იდან ან Google Play Store-იდან სრულიად უფასოდაა შესაძლებელი: https://login.bog.ge/ibank/?lang=ge

„საქართველოს ბანკი მომხმარებლის წახალისებას სხვადასხვა შეთავაზებებით თუ სერვისებით განაგრძობს. ამჯერად, სპეციალურად მობილბანკის და ინტერნეტბანკის მომხმარებლებისთვის შევქმენით ახალი გათამაშება, რომლის ფარგლებშიც მარტივი და ყოველდღიური საბანკო ოპერაციების შესრულებით ფულადი პრიზების მოგება იქნება შესაძლებელი. აქცია დღეს დაიწყო და ის 1 თვის განმავლობაში გაგრძელდება. მასში მონაწილეობა კი მობილბანკის ნებისმიერ სრულწლოვან მომხმარებელს შეუძლია“,- აცხადებენ საქართველოს ბანკში.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

1623669165

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზს განმარტავს.

1623668492

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტრო გაჩერდა.

1623668295

ამერიკელი მაღალჩინოსნების ვიზიტი, ძალიან ძლიერი სიგნალია საქართველოსთვის, მათ შორის ნატო-ს წევრობასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა კელი დეგნანმა ნატო-ს სამიტზე საუბრისას განაცხადა.

1623667895
ზურა გირჩი ჯაფარიძე

„ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევ...

„გირჩი მეტი თავისუფლებისთვის“ ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ სატელევიზიო ეთერში თვითმმართველობის არჩევნებსა და ოპოზიციის პრობლემებზე ისაუბრა. მისი თქმით, ეს არჩევნები არა არის თვითმმართველობის არჩევნები მხოლოდ, ეს არის რეფერენდუმი.

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან ზღვაშ...

ოკუპირებული აფხაზეთის სანაპიროსთან, გუდაუთის მახლობლად ზღვაში ნაღმი აღმოაჩინეს. ამის შესახებ Apsadgil.info იუწყება.

„ჩვენი ურთიერთობა რუსეთთან ცივი ომის დას...

ბრიუსელში 14 ივნისს ნატოს სამიტი იწყება, აღნიშნულ სამიტზე მონაწილეობას ალიანსის წევრი ქვეყნების ლიდერები მიიღებენ. შეხვედრაზე მხარეები „ნატო 2030 წლის“ ახალ მიზნებზე, ალიანსის გაფართოებაზე, მსოფლიოში არსებულ ეპიდემიაზე, ვაქცინაციის პროგრამასა და პრორუსულ საფრთხეებზე იმსჯელებენ.

დავით ზალკალიანი: ჩვენი საბოლოო მიზანი ნ...

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მიწვეულია ბრიუსელის ფორუმის ფორმატში, ღონისძიებაზე ისეთი მაღალი დონის სტუმრებთან ერთად, როგორიც გახლავთ გურმანის კანცლერი, ნატოს გენერალური მდივანი, კანადის პრემიერი, - ამის შესახებ, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა დავით ზალკალიანმა, მთავრობის სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე განაცხადა.