ბიზნესი

საქართველოს ბანკის შეთავაზება ბიზნესის გასაახლებლად

საქართველოს ბანკის
შეთავაზება ბიზნესის
გასაახლებლად Pia.ge
1614608792
დაკოპირებულია

„საქართველოს ბანკი ბიზნესის მხარდაჭერის მიზნით სხვადასხვა პროექტების განხორციელებას განაგრძობს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკში ავრცელებენ. 

როგორც საქართველოს ბანკში განმარტავენ, პანდემიით დაზარალებული კომპანიების ზარალის შესამსუბუქებლად და მათი საქმიანობის ხელშეწყობის მიზნით, ბანკმა დამატებითი შესაძლებლობა შექმნა.

მათივე განცხადებით, იმისათვის რომ ეკონომიკური გამოწვევების წინაშე მდგომმა ბიზნესმა საქმიანობის კვლავ განახლება და კომპანიის გადარჩენა შეძლოს, საქართველოს ბანკი მათ ახალ სესხზე სამთვიან საშღავათო პერიოდს, მიმდინარე ფინანსური ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს.

უფრო დეტალურად კი, ბანკის პარტნიორი ბიზნესებისთვის შეთავაზება ახალ სესხზე ვრცელდება, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიზნესს გადახდის დაწყება შეუძლია მე-4 თვიდან, რაც შეეხება უკვე მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებას, მასზე საშეღავათო პერიოდის საჭიროების შემთხვევაში გრაფიკის ცვლილება მომხმარებლის ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინებით მოხდება.

იმ შემთხვევაში თუ ბიზნესი არ არის საქართველოს ბანკის მომხმარებელი, ახალი სესხის აღებისას ის შეთავაზების ფარგლებში განსაზღვრული პირობებით სარგებლობას შეძლებს. სხვა ბანკში არსებულ მიმდინარე ფინანსურ ვალდებულებაზე კი გაუმჯობესებული პირობები გავრცელდება.

„ბიზნესის მხარდაჭერა საქართველოს ბანკის უცვლელი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, აქტიურად ვცდილობთ ბიზნესს მისთვის ყველაზე საჭირო პროდუქტები და სერვისები საუკეთესო პირობებით და საჭირო დროს შევთავაზოთ. ამჯერად ბანკი იმ ბიზნესებს, რომლებიც ე.წ. ლოქდაუნის გამო დროებით იყვნენ დახურული, თუმცა შეზღუდვების შემსუბუქებასთან ერთად კვლავ განაახლეს საქმიანობა, სპეციალურ პირობებს სთავაზობს. ეს გულისხმობს ახალი სესხის შემთხვევაში მათთვის სამთვიანი საშეღავათო პერიოდის შეთავაზებას, რათა ბიზნესმა კვლავ შეძლოს ოპერირება. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ამ რთულ დროს კიდევ უფრო მეტად დავუდგეთ გვერდით ბიზნესს და ხელი შევუწყოთ ეკონომიკის გამოცოცხლებას. გვჯერა, რომ ეს შესაძლებლობა არაერთ კომპანიას მნიშვნელოვნად დაეხმარება, გააგრძელოს საკუთარი საქმიანობა და საკუთარი წვლილი შეიტანოს ეკონომიკის გაჯანსაღებაში“, - განაცხადა საქართველოს ბანკის მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ხელმძღვანელმა, ზურაბ მასურაშვილმა.

სრული ინფორმაცია ხელმისაწვდომია ბმულზე.

21 აპრილი

მარილიანი ველი, რეაქცია პოლიციელის განაჩ...

PIA.GE გთავაზობთ მსოფლიოს მასშტაბით 21 აპრილს გადაღებულ მნიშვნელოვან ფოტოებს.

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში სამი დღის წინ დაკარგული გოგო პოლიციამ იპოვა. ინფორმაცია ახალი ამბების სააგენტო Pia.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

1619030000

რუსეთის დიდ ქალაქებში, მათ შორის მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ალექსეი ნავალნის მხარდამჭერი აქციები გაიმართა. ინფორმაციას გამოცემა meduza ავრცელებს.

1619028269

გურიაში, ქალაქ ოზურგეთში, აკაკის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ სახლში გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.

1619026150

თურქეთში გასული დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსი 61 967 ადამიანს დაუდასტურდა. მონაცემებს worldometers-ი ავრცელებს.

1619024956
სახელმწიფო ზრუნვისა და
ტრეფიკინგის მსხვერპლთა,
დაზარალებულთა დახმარების
სააგენტო

სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა...

კოჯრის ბავშვთა სახლის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტო განცხადებას ავრცელებს.

დონეცკის და ლუგანსკის რესპუბლიკებს არ ვა...

ცნობილი ქართველი მომღერალი ვახტანგ კიკაბიძე აცხადებს, რომ მას დღესაც კონცერტების ჩასატარებლად რუსეთში და ე.წ. დონეცკის და ლუგანსკის „რესპუბლიკებში“ ეპატიჟებიან.

გიორგი ხელაშვილი: ჩვენი დათმობა იყო ის,...

„როდესაც ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ისინი პარლამენტში არ შემოვლენ და მელიას უპირობო გათავისუფლებას მოითხოვენ, მათ ძალიან კარგად იციან, რომ ეს შეუძლებელია იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ იძლევა არანაირ მექანიზმს ამისთვის. დასავლელ პარტნიორებს არასდროს უთქვამთ, არასდროს მოუწოდებიათ და მით უმეტეს უკარნახიათ, რომ გვემუშავა და გვემოქმედა კანონის საწინააღმდეგოდ,“ - ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ხელაშვილმა განაცხადა.

ევროკავშირის მათხოვრები არ ვართ - ანზორ...

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას მამა, ანზორ მელია გავრცელებულ ინფორმაციას, ევროკავშირის მხრიდან ნიკა მელიასთვის გირაოს თანხის გადახდის შესახებ, თავზე ლაფის დასხმას უწოდებს.