მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით Touch აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია დაიწყო

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით Touch აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია დაიწყო

ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოში აღმოსავლეთ ევროპის პირველი ტექნოლოგიური კონფერენცია ონლაინ რეჟიმში დაიწყო. ათდღიანი ღონისძიება აერთიანებს  1000+ მონაწილეს ევროპიდან, ცენტრალური აზიიდან და მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან. ინფორმაციას საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო ავრცელებს.

ღონისძიება გათვლილია მეწარმეებისთვის, დიზაინერებისთვის, მარკეტერებისთვის, დეველოპერებისა და ტექნოლოგიური სიახლეებიისა და ინოვაციური გადაწყვეტების მაძიებელთათვის. კონფერენციის ძირითადი პროგრამა (პრეზენტაციები, გამოსვლები, მასტერკლასები, ვორქშოფები) ნაწილდება ორ შაბათ-კვირაზე, ხოლო კვირის დღეები ეთმობა ,,ნეთვორქინგსა“ და ბიზნეს შეხვედრებს. შედეგად კი ღონისძიების მონაწილეები შეძლებენ, დაუკავშირდნენ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ძირითადი საკითხები:

- პროგრამული უზრუნველყოფა ბიზნესებისთვის & ბიზნესის გაციფრულება

- როგორ შევქმნათ მსოფლიო დონის კომპანიები განვითარებადი სფეროებიდან

- ციფრული მარკეტინგი, კონტენტი, SMM ტენდენციები

- მომხმარებლის გამოცდილება

- UX/UI დიზაინი

- ბიზნეს დეველოფმენთი & გაყიდვები

-კრეატიული მიდგომები & ტექნოლოგიები

- გაყიდვები, ელექტრონული კომერცია & მოდის ინდუსტრიის ტექნოლოგიები

- გონებამახვილობა & კეთილდღეობა

აღმოსავლეთ ევროპის ტექნოლოგიური კონფერენციის სპიკერები არიან სხვადასხვა ინოვაციური კომპანიების წარმომადგენლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან: Magic Leap (უნიკალური AR ტექნოლოგიები), Deloitte US (კონტენტის შექმნის ტენდენციები), Salesforce, Google (დიზაინის შესახებ), HubSpot (გაყიდვებში მომუშავე ადამიანის ერთი დღე), DeviantArt, Rotten Tomatoes (როგორ დავძლიოთ კრიზისი), VIRTUE (by Vice), Dalton Maag (ახალი ტიპოგრაფიის შექმნა), InVision, E-Dublin, The Next Web (წამყვანი ტექნოლოგიური მედია), Singularity University (სილიკონ ველის ანალიტიკური ცენტრი), Intelistyle (ინდივიალური ჩაცმულობა ), Kiko, Printful (მდგრადობა), WiFisher და სხვა.

კონფერენციის მხარდამჭერები: Onesoul.io, Bank of Georgia Business , Aligned Research Group.

მეტი ინფორმაციისთვის გადადით ბმულზე.