ბიზნესი

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) უხელმძღვანელებს

სემეკის წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონულ ასოციაციას (ERRA) უხელმძღვანელებს
15:17 17.09
დაკოპირებულია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი მაია მელიქიძე ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე გახდა. 17 სექტემბერს გამართულ გენერალური ასამბლეის სხდომაზე, აღნიშნულ პოზიციაზე მაია მელიქიძე ხმათა უმრავლესობით, 2 წლის ვადით აირჩიეს. ასამბლეის სხდომას სემეკის მხრიდან ესწრებოდა სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, რომელმაც სრული მხარდაჭერა გამოთქვა მაია მელიქიძის კანდიდატურის მიმართ. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის თავმჯდომარე წარმოადგენს ასოციაციას მესამე პირებთან ურთიერთობაში, იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის კონსტიტუციით მის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, ზედამხედველობს ასოციაციის ფინანსურ საქმიანობას, ბიუჯეტს და ახორციელებს ასოციაციის ფულადი სახსრების მართვის ფუნქციას. ამასთანავე, ასოციაციის თავმჯდომარე წარმართავს პრეზიდიუმისა და გენერალური ასამბლეის სხდომებს.

„აღსანიშნავია, რომ მაია მელიქიძე 2018 წელს 2 წლის ვადით იყო არჩეული ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაციის პრეზიდიუმის წევრად. პრეზიდიუმი ასოციაციის აღმასრულებელ, ადმინისტრაციულ და წარმომადგენლობით ორგანოს წარმოადგენს, რომელიც იღებს გადაწყვეტილებებს ასოციაციის მართვასთან და ადმინისტრაციულ საკითხებთან, ბიუჯეტთან და საწევროსთან დაკავშირებით; ამზადებს ფინანსურ ანგარიშებსა და წესებს, ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით; ქმნის კომიტეტებს და ნიშნავს სამდივნოს უფროსს და სხვა.

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია. ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონული ასოციაცია ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ორგანიზაციაში გაერთიანებულნი არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელია“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

semeki_o_h.jpeg

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
ეროვნული ბანკის ცნობით, 29 ოქტომბერის ვაჭრობის შედეგად აშშ დოლარი გაუფასურდა და 3.2338 ლარი შეადგინა...
29 წუთის წინ
„ბათუმში გამართული აქციის შემდეგ, როდესაც უკვე 200-ს ქვემოთ იყო ჩამოსული ვირუსის გავრცელების მაჩვენე...
33 წუთის წინ
საფრანგეთის ქალაქ მონფავეში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რო...
43 წუთის წინ
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები აშკარავდე...
52 წუთის წინ
ფინანსთა მინისტრი

საქართველომ საბიუჯეტო მხარდაჭერის სახით აზიის...

დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალუ...
54 წუთის წინ
შსს „ენმ-ის“ წინასაარჩევნო კამპანიის დას...
შინაგან საქმეთა სამინისტრო, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დღეს დაგეგმილ წ...
რა პროდუქტების შეძენა შეგიძლიათ ახალი ხე...
„ახალი ხედვის“ სამედიცინო მაღაზიები სამკურნალო, სარეაბილიტაციო და საპროფილაქტიკო...
საქართველოს თავზე ამერიკული უპილოტო სადა...
ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Northrop Grumman RQ-4 Global Hawk ს...