მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიებაზე სიტყვით წარდგა

საქართველოს ენერგეტიკსია და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი და ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარე, მაია მელიქიძე ენერგეტიკის სექტორში გენდერული თანასწორობის ღონისძიების გახსნაზე სიტყვით წარდგა და ქალთა კარიერული წინსვლისა და მოტივაციის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა. ღონისძიება გახსნა აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის ელჩმა ქალების გლობალურ საკითხებში, კელი კურიმ. მაია მელიქიძესთან ერთად პროექტის გახსნაში მონაწილეობდნენ სხვადასხვა ენერგეტიკული ორგანიზაციების ქალი ხელმძღვანელები.

მაია მელიქიძემ ყურადღება გაამახვილა კარიერულ საფეხურებზე არსებულ სხვადასხვა გამოწვებებზე დაგამოთქვა მზადყოფნა, საკუთარი გამოცდილების გაზიარებით წვლილი შეიტანოს ენერგეტიკის სექტორშიგენდერული თანასწორობის გამოუჯობესებაზე.

ქალების გლობალური განვითარების და კეთილდღეობის ინიციატივა (WGDP) - ქალების წინსვლაენერგეტიკის სფეროში - არის 2 წლიანი პროექტი, რომელიც ფინანსდება აშშ-ს საერთაშორისოგანვითარების სააგენტოს USAID- ის მიერ და ხორციელდება აშშ-ს კომუნალური სამსახურებისმარეგულირებელი კომისიების ეროვნული ასოციაციის NARUC-ის ეგიდით. პროექტის სამიზნე ჯგუფსწარმოადგენენ ენერგეტიკის სფეროში დასაქმებული ქალები ევროპის ქვეყნებიდან.


გენდერული თანასწორობის პროექტის ფარგლებში მოხდება სემეკში გენდერული თანასწორობისა დაბალანსის უზრუნველყოფის ხელშეწყობა. ამ მიზნით შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრია სემეკისსაერთაშორისო დეპარტამენტის წარმომადგენელი, ეკატერინე შეყრილაძე.


პროექტი მიზნად ისახავს კარიერის შუა ეტაპზე მყოფი ქალების დახმარებასა და ხელშეწყობას კარიერულწინსვლაში, ახალი უნარების განვითარების, მოტივაციის ამაღლების და ტრენინგების გზით. ამ მიზნითშექმნილ ფოკუს ჯგუფში სემეკის მხრიდან მონაწილეობას მიიღებს სემეკის პრეს სპიკერი, ქეთევანბერიკაშვილი.