ბიზნესი

„სოკარი“ საქართველოს მოქალაქეებს თაღლითური სქემის შესახებ აფრთხილებს

„სოკარი“ საქართველოს
მოქალაქეებს თაღლითური
სქემის შესახებ
აფრთხილებს
1617346195
დაკოპირებულია

კომპანია „სოკარი“ ინტერნეტსივრცეში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით ოფიციალურ განცხადებას აქვეყნებს. „სოკარი“ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ კომპანიის სახელით ვრცელდება სარეკლამო რგოლები, რაც თაღლითური სქემის ნაწილია. 

„კომპანია „სოკარის“ სახელით ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ცრუ ინფორმაცია, თითქოს „სოკარი“ მოქალაქეებს მოუწოდებს, განახორციელონ ინვესტიცია და სანაცვლოდ, თვეში კონკრეტული ოდენობის თანხას მიიღებენ. აღნიშნული ინფორმაცია რამდენიმე სოციალურ ქსელში დასპონსორებული პოსტის სახითაც ჩნდება.

გვსურს, „სოკარის“ სახელით, ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი და თაღლითური სქემის ნაწილი, რომლითაც დაუდგენელი პირები ცდილობენ, მოქალაქეებს თანხები მოტყუებით გამოსძალონ. საქართველოში ოპერირების არც ერთ ეტაპზე „სოკარს“ მომხმარებლისთვის არ შეუთავაზებია კომპანიაში ინვესტიციის განხორციელება. ვიდეო და ბმულზე გამოქვეყნებული ინფორმაცია არ ასახავს კომპანიის პოზიციას და არ შეესაბამება სიმართლეს. მეტიც, www.socar-ge.toinvest.pro არ არის „სოკარის“ ოფიციალური ვებ-გვერდი და კომპანიას მასთან არანაირი კვეთა არ აქვს.

კომპანია „სოკარის“ გარდა, გავრცელებულ ინფორმაციაში გამოყენებულია მუსიკოს ნინო ქათამაძის სახელიც. იმას, რომ თაღლითურ სქემასთან არავითარი კავშირი არ აქვს, ადასტურებს თავად ნინო ქათამაძეც.

„ამ ინფორმაციის გავრცელებით, ვიღაც ცდილობს, ჩემი სახელით საზოგადოება შეცდომაში შეიყვანოს. ამ სტატიაში აღნიშნული ინფორმაცია ტყუილია. არასდროს, ჩემი პროფესიის გარდა, სხვა საქმიანობით შემოსავალი არ მიმიღია. არასდროს მომიწოდებია ვინმესთვის, რომელიმე კომპანიაში ინვესტიცია განეხორციელებინა. „სოკარისა“ და ჩემი სახელის გამოყენება იმისთვის, რომ მოქალაქეებს სადღაც თანხები გადაარიცხინონ, არის აშკარად თაღლითობა“, - აცხადებს ნინო ქათამაძე.

„სოკარი“ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს, არ გახდნენ თაღლითური სქემის მსხვერპლნი და არ გადაურიცხონ მცირედი თანხაც კი მათთვის უცნობ ადამიანებსა თუ იურიდიულ პირებს.“

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.