ბიზნესი

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო

თანადაფინანსების
გრანტების პროგრამის
ფინალური ეტაპი დაიწყო
1613899366
დაკოპირებულია

ტექნოპარკში საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფინალური ეტაპი დაიწყო.  

სამი დღის განმავლობაში ფინალისტი სტარტაპერები საკუთარი პროექტების პრეზენტაციას საინვესტიციო კომიტეტის წინაშე წარადგენენ. გაიცანით კომპეტენტური ჟიური, რომელიც მაღალი დონის საერთაშორისო ვენჩურული ინვესტორების მიერ არის დაკომპლექტებული:

  • მარვინ ლიაო - ინვესტორი, ადრეული ეტაპის ვენჩურული კაპიტალისტი. იყო ვენჩურული კაპიტალის ფონდის 500 Startups-ის მმართველი პარტნიორი, სან ფრანცისკოში ხელმძღვანელობდა აქსელერატორის პროგრამას და ახორციელებდა ინვესტიციებს ადრეული ეტაპის სტარტაპებში.
  • ჯონათან თაუერი - გლობალური ვენჩურული კაპიტალის პლატფორმის Catapult-ის გენერალური პარტნიორი, რომელიც დაფუძნებულია Silicon Valley-ში. 220 მილიონი დოლარის ინვესტიცია განახორციელა 20-ზე მეტ კომპანიაში შემდეგი მიმართულებებით: მომხმარებელი (ელექტრონული კომერცია, ბაზარი), საწარმო (პროგრამა, მომსახურება) და სასაზღვრო ტექნოლოგიები (ხელოვნური ინტელექტი/მონაცემები/რობოტები და ა.შ.).
  • ტიმ ვაგნერი - Momentum Engine (San Francisco)- ის დამფუძნებელი პარტნიორი. 2020 წლამდე წარმოადგენდა კომპანიას Accenture Ventures, რომლის საინვესტიციო მოცულობამ მისი ხელმძღვანელობის პირობებში, 280 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა წელიწადში. არის კომპანია Fortune 500-ის ტრანსფორმაციის აგენტი, ინვესტორი და დამფუძნებელი. არის ათეულობით სტარტაპის ინვესტორი. ტიმ ვაგნერი ახდენს სტარტაპის აქსელერაციას კონცეფციიდან მის მასშტაბირებამდე. არის ჰარვარდის უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი.
  • ანილ გეჯუანი - Encircle, Inc-ის პრეზიდენტი და CEO 2002 წლიდან. ხელმძღვანელის რანგში იგი აქტიურად არის ჩართული ფინანსური ოპერაციების გაციფრულების პროცესებში. 1998 წლიდან არის რამდენიმე სტარტაპის ,,ანგელოზი ინვესტორი“ და მათი მრჩეველთა საბჭოს წევრი.
  • შალვა დაუშვილი - სტენფორდის უნივერსიტეტის (კალიფორნია) ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრი. 2019 წლიდან წარმოადგენს კომპანია Mission Gate-ს, როგორც ხელმძღვანელი და ვენჩურული კაპიტალისტი. თანამშრომლობს და ეხმარება განვითარების საწყის ეტაპზე მყოფ სტარტაპებს ტექნოლოგიური, ინოვაციური სამომხმარებლო პროდუქტისა და ბლოკჩეინ ინდუსტრიებში გლობალურ დონეზე დამკვიდრებაში. დახურული აქვს 5 საინვესტიციო პროექტი მთლიანი მოცულობით 12 მლმნ. აშშ დოლარი.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის გამარჯვებულები 23 თებერვალს გამოვლინდებიან და თითოეული მათგანი 100 000 ლარის ოდენობის გრანტს მიიღებს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ მსოფლიო ბანკის პროექტის ,,ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის” (GENIE) ფარგლებში თანადაფინანსების გრანტების პროგრამა 2020 წლის 17 ნოემბერს მეექვსედ გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტებისა და მომსახურების შემუშავება, მათი კომერციალიზაცია და ინოვაციური საწარმოების შექმნის სტიმულირება.

დავით ზალკანიანი და ივანე
მაჭავარიანი

საქართველოს ორი ვიცე-პრემიერი ეყოლება

საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა. 

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.

მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების  მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.

1614247233

პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება. 

1614247148

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) ორგანიზებით გაიხსნა ონლაინ საერთაშორისო კონფერენცია „კონკურენცია და ენერგეტიკული ბაზრის მონიტორინგი პრაქტიკაში“.

1614247112

მეფუტკრეობის განვითარების საბჭოს რიგით მე-3 შეხვედრა ონლაინ ფორმატში გაიმართა, - ამის შესახებ ინფორმაციას  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

1614246837
საუკეთესო შეთავაზებები
სამსუნგის ჰოლოგრამიან
სმარტფონებზე

რას წარმოადგენს Samsung-ის ოფიციალური ჰოლოგრა...

„სამსუნგი საქართველოში სმარტ მოწყობილობებისთვის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს“, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოში სამსუნგის წარმომადგენლობა ავრცელებს.

მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მ...

სამ თვიანი პაუზის შემდეგ საქართველოს რკინიგზა სამგზავრო გადაყვანებს განაახლებს. მატარებლები მაგისტრალურ მიმართულებებზე მოძრაობას 27 თებერვლიდან დაიწყებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

1614243867
პანდემიის უახლესი გლობალური სტატისტიკა

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 113 მლნ-ს აჭარბებს. განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

„ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მო...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ტელეკომპანია „ფორმულას“ ტელეწამყვან ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმის ფაქტს გამოეხმაურა.