ბიზნესი

„თიბისელები შენთვის“ - თიბისელების საახალწლო საჩუქარი სოციალურად დაუცველ ოჯახებს

„თიბისელები შენთვის“ -
თიბისელების საახალწლო
საჩუქარი სოციალურად
დაუცველ ოჯახებს
1609309504
დაკოპირებულია

წელს, თიბისელებმა ტრადიციულ საახალწლო საჩუქრებზე უარი თქვეს და გადაწყვიტეს იმ  ადამიანებს დახმარებოდნენ, რომლებსაც ახლა ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა. თიბისიმ, იდეისთვის - „თიბისელები შენთვის“, 300 ოჯახის დასახმარებლად, 300 000 ლარი გამოყო. თიბისელებმა მძიმე სოციალურ პირობებში მცხოვრები ოჯახები თავად შეარჩიეს და გუნდს მათი ისტორიები გაუზიარეს. სულ 300 ოჯახი შეირჩა, რომელიც საახალწლოდ, გუნდის სახელით, 1000 ლარიან დახმარებას მიიღებს. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, „თიბისელები შენთვის“ პროგრამის - „თიბისი შენთვის“ ბოლო ეტაპია, რომელიც კომპანიამ წლის დასაწყისში საქართველოს მოსახლეობის მხარდასაჭერად შექმნა. ჯამში 5 მილიონი ლარი დისტანციური განათლების ხელშეწყობას, ხანდაზმულების დახმარებასა და ციფრული ტექნოლოგიების განვითარებას, ასევე ფიზიკური პირებისთვის და ბიზნესებისთვის საკომისიო ხარჯების შემსუბუქებას მოხმარდა.

მათივე ცნობით, „თიბისი შენთვის“ ფარგლებში, თიბისიმ, როგორც ქვეყანაში ბიზნესის N1-მა მხარდამჭერმა, კომპანიებთან თანამშრომლობის მოქნილი მოდელი შექმნა, რომელიც ბიზნესების საჭიროებებს ერგება იმისთვის, რომ ეკონომიკის სრული დატვირთვით ამოქმედებას მომზადებულები შეხვდნენ და შეუფერხებლად შეძლონ ფუნქციონირება.

თიბისის ცნობით, „თიბისი შენთვის“ მომხმარებლებთან ერთად, გუნდის მხარდაჭერასაც გულისხმობს. თიბისისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი კაპიტალი გუნდის წევრები არიან. სწორედ ამიტომ, კომპანიის მთავარი დაპირება 2020 წელს გუნდის ყველა წევრისთვის სამუშაო ადგილის შენარჩუნება იყო. ამ დაპირების შესასრულებლად, თიბისის მენეჯმენტმა მიმდინარე წელს საბონუსე კომპენსაციაზე უარი თქვა, რაც მათი ანაზღაურების 70%-ია. თიბისიმ ყველა თანამშრომელი შეინარჩუნა და წლის განმავლობაში, გუნდში სხვადასხვა მიმართულებით 700 ახალი წევრი დაიმატა.

„2020 წელი თითოეული ჩვენგანისთვის და მთელი ქვეყნისთვის გამოწვევებით იყო სავსე. ამის მიუხედავად, წელს, გუნდის დახმარებით, „თიბისი შენთვის“ ფარგლებში, მოსახლეობას პანდემიით გამოწვეული სირთულეების გადატანაში დავეხმარეთ. ამ რეალობაში, როდესაც ჩვენი მოსახლეობის ძალიან დიდ ნაწილს დახმარება სჭირდება, გუნდში გაჩნდა იდეა - ჩვენი საახალწლო საჩუქრების ნაცვლად, თანხა იმ ადამიანების დასახმარებლად გამოგვეყენებინა, ვისაც დღეს მხარდაჭერა ყველაზე მეტად სჭირდება. თიბისელებმა მძიმე სოციალური ფონის მქონე ოჯახები თავად შეარჩიეს და მათი ისტორიები გაგვიზიარეს. ესენი არიან ადამიანები, რომლებიც ჩვენ გარშემო - თბილისში, პატარა ქალაქებში, სოფლებში თუ მაღალმთიან რეგიონებში ცხოვრობენ. თიბისელების აქტიურობა ძალიან მაღალი იყო და რაც მთავარია, თითოეული ჩვენგანი ძალიან ბედნიერი ვართ, რომ საახალწლოდ არაერთ ადამიანს გავახარებთ. ვფიქრობ, სიკეთის კეთების შესაძლებლობა ყველაზე დიდი საჩუქარია. თიბისის მისია ადამიანებისთვის ცხოვრების გამარტივებაა. მჯერა, რომ ამ ოჯახებს მცირედით მაინც შევუმსუბუქებთ მძიმე ზამთარს“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, თიბისის გენერალურმა დირექტორმა.

პროკურატურის შენობა

„200 000 მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკის დე...

საქართველოს გენერალური პროკურატურა „დავით გარეჯის საქმეზე“ დაკავებულები პირების შესახებ განცხადებას ავრცელებს. 

„მთავარმა პროკურატურამ, რომელიც თავის დროზე აგვისტოს ომის საქმეს იძიებდა, საქართველოს სასარგებლო არაერთი მტკიცებულება შექმნა“ - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა თეა წულუკიანმა „EURONEWS GEORGIA“-ს პირდაპირ ეთერში განაცხადა.

1611247133

„ფასილიტატორების გარეშე „ქართულ „ოცნებასთან“ რაიმე შეთანხმებაზე ხელმოწერას არ განვიხილავთ. დარწმუნებული ვარ, რომ ელჩები ჩვენ შორისაც გაუწევენ პროცესს ფასილიტაციას, რადგან საბოლოო ჯამში, ეს იქნება ნაბიჯი პოლიტიკური კრიზისის განმუხტვისკენ“, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ წევრმა ლევან იოსელიანმა განაცხადა. 

1611245292

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატანებში 60 წლის კაცი გარდაცვლილი იპოვეს. კაცი, სავარაუდოდ, ცივი იარაღით არის მოკლული. 

1611242916

„მედიაში ეთიკური სტანდარტების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია გამოხატვის თავისუფლებისთვის, უხამსობის ტირაჟირებით გამოხატვის თავისუფლება შეიძლება შეიზღუდოს, კერძოდ, სხვა ადამიანების ძირითადი უფლებები, მათ შორის ინფორმაციის მიღების და არჩევანის თავისუფლება. უხამსობისაგან სამაუწყებლო ეთერის დაცვა, გამოხატვის თავისუფლებას კი არ ზღუდავს, არამედ გამოხატვის თავისუფლება უფრო მაღალ სტანდარტზე აჰყავს“ - ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარემ კახა ბექაურმა დღეს გამართულ საჯარო სხდომაზე აღნიშნა.

1611241448
ხანძარი ინდოეთში

ინდოეთში ვაქცინების ცენტრში ხანძარს 5 ადამიან...

ინდოეთის ვაქცინების წარმოების ცენტრში მომხდარი ხანძრის შედეგად 5 ადამიანი დაიღუპა. ამის შესახებ  Aljazeera იუწყება. 

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა

ფილიპინებზე ძლიერი მიწისძვრა მოხდა. მისმა მაგნიტუდამ ეპიცენტრში 7,2 შეადგინა. ამის შესახებ ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმოლოგიური ცენტრში იუწყება. ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თბილისის ქუჩების დამისამართება დაიწყო

თბილისის საკრებულოს სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ მიხეილ ამაშუკელმა, გლდანის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატთან შალვა ოგბაიძესთან ერთად, ვლადიმერ ჯანჯღავას ქუჩაზე სამისამართე აბრების განთავსების პროცესში მონაწილეობა მიიღო. ინფორმაციას თბილისის საკრებულოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.

1611235304
საქართველოს პრეზიდენტი - ვაქცინაზე საქარ...

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან შეხვედრა სტრასბურგის სასამართლოს განაჩენის მნიშვნელობაზე საუბრით დაიწყო და აღნიშნა, რომ ის წუთი-წუთზე ელოდებოდა სასამართლოს ისტორიულ განაჩენს და ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, მათი მხრიდან ამ საკითხზე სათანადო რეაგირება, რაზეც შარლ მიშელმა განაცხადა, რომ სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ისაუბრებდა თავის კოლეგებთან დღეს საღამოს გამართულ სამიტზე. შარლ მიშელმა პრეზიდენტს კიდევ ერთხელ დაუდასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.