ბიზნესი

თიბისი აკადემია რისკების მართვის მიმართულებით სტუდენტების მიღებას იწყებს

თიბისი აკადემია რისკების
მართვის მიმართულებით
სტუდენტების მიღებას
იწყებს
1606213249
დაკოპირებულია

თიბისიმ, კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფარგლებში, რისკების მართვის მიმართულებით აკადემია დააფუძნა.საგანმანათლებლო პროექტის მიზანი ახალგაზრდებისთვის საბანკო რისკების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება, გამორჩეული კადრების აღმოჩენა და განათლების ხელშეწყობაა. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, თიბისი აკადემიაში რისკების მართვის მიმართულებით სწავლა თიბისის მიერ სრულადაა დაფინანსებული. პროგრამას სპეციალურად მოწვეული, სფეროს პროფესიონალი მენტორები გაუძღვებიან და სტუდენტებს ანალიტიკური და ტექნიკური უნარების და ცოდნის შეძენაში დაეხმარებიან.

„აკადემიაში პირველი ნაკადისთვის სწავლა 2021 წლის 18 იანვარს, დისტანციურ რეჟიმში დაიწყება და სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პროგრამაზე რეგისტრაცია უკვე დაიწყო, დაინტერესებულმა პირებმა ონლან აპლიკაცია 30 ნოემბრის ჩათვლით უნდა შეავსონ. საუკეთესო აპლიკანტების შერჩევა კი ტესტირების და გასაუბრების ეტაპების გავლის შემდეგ მოხდება.

პროგრამა ინტენსიურ პრაქტიკულ და თეორიულ სწავლებას მოიცავს და მისი წარმატებით დასრულების შემდეგ, სტუდენტები სპეციალურ სერტიფიკატს მიიღებენ.

თიბისი აკამდემიის რისკების მართვის მიმართულების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიღება, ასევე ონლაინ რეგისტრაცია შესაძლებელია ბმულზე: https://www.tbcitacademy.ge/risk-academy“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ბავშვის დაკავება რუსეთში

რუსეთში აქციაზე ბავშვი დააკავეს (ვიდეო)

რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში ალექსეი ნავალნის მხარდამჭერთა აქციაზე ბავშვი დააკავეს. შესაბამისი ვიდეო სოციალურ ქსელებში გავრცელდა. 

ცნობილი ტელეწამყვანი ლარი კინგი 87 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას მისი ნათესავები ავრცელებენ. 

1611408793

ფლორენციული რენესანსის მხატვრის სანდრო ბოტიჩელის იშვიათი პორტრეტი აუქციონზე იყიდება.

1611408000

რუსეთში საპროტესტო აქციაზე ალექსეი ნავალნის მეუღლე იულია ნავალნაია დააკავეს. ამის შესახებ „Meduza” იუწყება. 

1611407127

ღაზას სექტორში მომხდარი ძლიერი აფეთქების შედეგად 20 ადამიანი დაშავდა. დაზიანებულია რამდენიმე შენობა. ამის შესახებ “ანადოლუ“ იუწყება. 

1611405319
ევროპული საქართველოს
წევრი

რატომ არ მისცეს გიგი უგულავას საზღვრის გადაკვ...

შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას უფლება აქვს სახელმწიფო საზღვარი გადაკვეთოს.

არჩილ თალაკვაძე: საზოგადოებისთვის გაუგებ...

„ამ არჩევნებმა გააჩინა სივრცე, ახალი პოლიტიკური პარტიებისთვის, რომ ისინი შემოვიდნენ პარლამენტში და საზოგადოებისთვის გაუგებარი იქნება, თუ უმანდატო ოპოზიციონერებმა მანდატები დაუხიეს იმ ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს, რომლებმაც მხარდაჭერა მიიღეს, რომ შესულიყვნენ პარლამენტში“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

იტალიაში 31 წლის ქართველი მამაკაცი გარდა...

იტალიაში, ქალაქ სალერნოს ცენტრში მდებარე ერთ-ერთ სოლარიუმში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს.  

არჩილ თალაკვაძე: ჩვენ მაინც არ გვიკადრია...

არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა სააკაშვილის კომენტარს და აცხადებს, რომ ყველაფრის მოძიება, დოკუმენტირება და ევროსასამართლოში წარდგენა მოხდა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიერ.