ბიზნესი

თიბისი ბიზნესი კომპანია „ნინეას“ ონლაინ ვაჭრობის გაფართოებაში დაეხმარა

თიბისი ბიზნესი კომპანია
„ნინეას“ ონლაინ ვაჭრობის
გაფართოებაში დაეხმარა
1617345763
დაკოპირებულია

პანდემიით გამოწვეულმა იძულებითმა შინ ყოფნამ ადამიანებს საკუთარ თავთან კომუნიკაციისთვის მეტი დრო გაუჩინა.  ემოციების და განწყობების გარეთ გამოტანა საკუთარ თავთან საუბრის ერთ-ერთი საუკეთესო გზა გახდა. ამ სიტუაციამ ბუნებრივად გაზარდა მოთხოვნა „სანებივრო სამოსზე“, როგორც ამას კომპანია „ნინეას“ დამფუძნებლები თავის შექმნილ კოლექციას უწოდებენ. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს. 

ბანკის თქმით, 2017 წელს დაფუძნებული კომპანია, რომელიც ადგილობრივ ბაზარზე მანამდე არარსებულ ქართული წარმოების ღამის სამოსს სთავაზობს მომხმარებელს, პანდემიის პერიოდში გამოწვევის წინაშე დადგა.

სამი ქალის მიერ დაარსებული საწარმოს პროდუქციამ თავიდანვე დიდი დაინტერესება გამოიწვია. როგორც „ნინეას“ ერთ-ერთი დამფუძნებელი ნელიკო თორდია აღნიშნავს, დღეს უკვე აქვთ საწარმო, სადაც კოლექცია თავიდან ბოლომდე ხელით იქმნება, რომ პროდუქტი მაქსიმალურად დახვეწილი და ხარისხიანი იყოს.

„ნინეას“ სანებივრო სამოსის მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, რომელიც ნატურალური და სინთეზური ქსოვილების კოლექციას აერთიანებს. ფერი, ქსოვილი და მოდელი ყველაზე მომთხოვნი მომხმარებლის გემოვნებასაც დააკმაყოფილებს.

ამჟამად კომპანია მუშაობს ახალ კოლექციაზე, რომელიც 100 პროცენტით ნატურალური აბრეშუმისგან შედგება.

ცნობისთვის, პანდემიამდე „ნინეას“ ორი სავაჭრო ობიექტი ჰქონდა, მაგრამ 2020 წელს შეცვლილმა სიტუაციამ დამფუძნებლები ონლაინ ვაჭრობის აუცილებლობაში დაარწმუნა და ვებგვერდი www.ninea.ge უფრო აქტიური გახდა.

„ონლაინ მაღაზიის შექმნა დღის წესრიგში იდგა. ამ პერიოდში ძალიან დროული აღმოჩნდა თიბისის მიერ ბიზნესის მხარდასაჭერად შექმნილი პროექტი, რომელიც გულისხმობდა მზა პლატფორმაზე ონლაინ მაღაზიის შექმნას და მისი მომსახურების დაფინანსებას 1 წლის ვადით, რაც ძალიან დაგვეხმარა ამ პროცესის დაჩქარებასა და განხორციელებაში“, - ამბობს ნელიკო თორდია.

ბანკის ცნობით, ონლაინ პლატფორმაზე გადასვლამ კომპანიას არა მხოლოდ ვაჭრობის შენარჩუნების, არამედ წინსვლისა და განვითარების საშუალებაც მისცა, კომპანიამ ელექტრონული კომერციის მეშვეობით გაყიდვები გააორმაგა.

„თიბისი ბიზნესმა ბიზნესების მხარდაჭერის ეს პროექტი პანდემიის პერიოდში დაიწყო, რადგან შექმნილმა რეალობამ ძალიან მალე დაგვანახა, რომ ონლაინ ვაჭრობაზე მოთხოვნა დღითი დღე უფრო იზრდებოდა.

ბიზნესს გაყიდვების ახალი არხი სჭირდებოდა, რომ მომხმარებელი არ დაეკარგა და ჩვენ შევთავაზეთ მათ, ამის გაკეთებაში დავხმარებოდით. გვიხარია, რომ ბევრმა ბიზნესმა წარმოება გაზარდა და მთლიანად ონლაინ გაყიდვებზე გადავიდა“, - აღნიშნავს ნათია ვაჭარაძე, თიბისის ბიზნეს სეგმენტების მართვის ლიდერი.

პროექტი „შექმენი საკუთარი ონლაინ მაღაზია“ თიბისის და VISA-ს ერთობლივი წამოწყებაა და ის ბიზნესებისთვის ელექტრონული კომერციის გამართვაში მხარდაჭერას გულისხმობს.

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.