თიბისის ბიზნესკლუბის წევრებისთვის ბიზნესსაუბრების პროექტი იწყება. საუბრების პრემიერა 15 იანვარს, 11:00 საათზე, თიბისი ბიზნესისთვის ფეისბუქის გვერდზე გაიმართება. ინფორმაციას თიბისი ავრცელებს.
მათივე თქმით, პირველი ვიდეოსერიის სტუმრები „ტერმინალის“ დამფუძნებელი - ჯინო დოლინი, „ჟუჟუნა ღვინოს“ თანადამფუძნებელი - ვასკა ჩუბინიძე და „CONSULTIS“-ის დირექტორი - ვატო ნამორაძე არიან. მოწვეულ სპიკერებს მოდერაციას და მასპინძლობას ჯონ უერდმანი, ამერიკელი მეღვინე გაუწევს, რომელიც 20-ზე წელზე მეტია საქართველოში ცხოვრობს და კახეთში მევენახეობას ეწევა.
„ბიზნესსაუბარი შეეხება შემდეგ თემებს: რა სირთულეები შეექმნა ბიზნესს პანდემიის პერიოდში, პოსტკოვიდური მომავალი ბიზნესისთვის, ციფრული ტრანსფორმაცია, თანამშრომლების დისტანციურ მუშაობაზე გადაყვანა, ლოიალური მომხმარებლის შენარჩუნება და ზოგადად, ცვლილებები სამყაროში კოვიდის შემდეგ.
თიბისი ბიზნესკლუბი დაარსების დღიდან ზრუნავს კლუბის წევრების სოციალიზაციაზე, მათი ბიზნესსაქმიანობის მხარდაჭერასა და განვითარებაზე. ასევე, უზრუნველყოფს კლუბის წევრების ინფორმირებულობას, ცოდნის გაღრმავებას სხვადასხვა საკითხზე, დაკავშირებას პოტენციურ პარტნიორებთან და მომხმარებელთან. ბიზნესკლუბმა თავის წევრებს უკვე შესთავაზა სხვადასხვა სახის სარგებელი მომსახურებებსა თუ პროდუქტებზე. უახლოს მომავალში, კლუბის წევრებისთვის ინდივიდუალური კონსულტაციები, განახლებული კურსები, Q&A სესიები და სხვა საინტერესო შეთავაზებებია დაგეგმილი“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოში ბოლო 24 საათში კოვიდინფიცირების 998 ახალი შემთხვევა დადასტურდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე Stopcov-ზე განახლდა.
აშშ-ის ისტორიაში პირველად, ქვეყნის თავდაცვის უწყებას აფროამერიკელი უხელმძღვანელებს. სენატმა პენტაგონის ხელმძღვანელად არმიის გადამდგარი გენერალი ლოიდ ოსთინი დაამტკიცა.
პოლონელი ევროპარლამენტარი, „ევროპელი კონსერვატორების და რეფორმისტების” ჯგუფის წევრი რიშარდ ჩარნეცკი საავტორო სტატიას აქვეყნებს სათაურით „ორი ჯორჯიის ამბავი“.
შეზღუდვების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა რესტორატორთა ასოციაციის თავმჯდომარე შოთა ბურჯანაძე და აცხადებს, რომ ბიზნესის სექტორი დაწესებული შეზღუდვების გახანგრძლივებას ვეღარ გაუძლებს.
წმინდა საყდრის სადესპანოს დუაენი ჟოზე აველინო ბეტანკური, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის სახელით, დავით ზალკალიანს საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრისა და საგარეო საქმეთა მინისტრის პოზიციაზე დანიშვნას ულოცავს
რუსი ოპოზიციონერის ალექსეი ნავალნის მხარდასაჭერ აქციაზე რუსეთის სხვადასხვა ქალაქებში ათიათასობით ადამიანი გამოვიდა. აქცია რუსეთის 93 ქალაქში იმართება. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 16 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
„თქვენი არჩევა წარმოადგენს შთამბეჭდავ გზავნილს მთელი მსოფლიოსთვის, ჩემი ქალიშვილის ჩათვლით, რომ აშშ-ის ისტორიაში პირველი ქალი ვიცე-პრეზიდენტის არჩევის შემდეგ, ყველა ქალს ჩვენს პლანეტაზე ნებისმიერი მიზნის მიღწევა შეუძლია“, - ამ სიტყვებით ულოცავს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია კამალა ჰარისს აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობის ოფიციალურად დაკავებას.
საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთ სარდლობის პირველი ქვეითი ბრიგადის მე-13 ბატალიონმა ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საერთაშორისო სამშვიდობო მისია დაასრულა. ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის წარმომადგენელი ავრცელებს.