ბიზნესი

თიბისი კანის ახალგაზრდული კონკურსის მხარდამჭერია

თიბისი კანის
ახალგაზრდული კონკურსის
მხარდამჭერია
1620310142
დაკოპირებულია

კანის ადგილობრივი ახალგაზრდული კონკურსი Young Lions Georgia 2021 სტარტს 7 მაისს აიღებს. ადგილობრივი კონკურსის ფორმატი ციფრული იქნება და წელს სამ კატეგორიას უმასპინძლებს: პრინტს, დიზაინსა და ფილმს. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

ბანკის თქმით, კანის ლომების ფესტივალის გადაწყვეტილებით, კრეატიული ინდუსტრია, 2021-ში, კანის მაგივრად, ერთმანეთს ციფრულ სამყაროში გადაიკვეთება. ოფიციალური ფესტივალის თარიღებია – 21-25 ივნისი.

მათივე ცნობით, Young Lions Georgia საქართველოში უკვე მეექვსე წელია ტარდება და წელს კონკურსში 123 გუნდი იასპარეზებს. დაჯილდოება 14 მაისს, თიბისი კონცეპტის სივრცეში, ციფრულ ფორმატში გაიმართება და ცერემონიის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეეძლება.

გამარჯვებული გუნდები კი, ივნისში, მსოფლიოს 70-მდე ქვეყნის ჩემპიონებს საქართველოს სახელით შეეჯიბრებიან.

საქართველოს სარეკლამო და კრეატიული სფერო ძალებს იკრებს ამ მიმართულებით და წლიდან წლამდე სულ უფრო აძლიერებს თავის პოზიციებს საერთაშორისო ასპარეზზე. ახალგაზრდული კონკურსის მიზანია მომავალი ტალანტების და ზოგადად კრეატიული აზროვნების ხელშეწყობა.

თიბისი უკვე მესამე წელია გულშემატკივრობს Young Lions Georgia-ს და მიზნად ისახავს კრეატიული ინდუსტრიის მხარდაჭერას, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი გამორჩეული ინდუსტრიაა და საერთაშორისო ასპარეზზეც ეთქმის სიტყვა. თიბისისთვის, როგორც ბრენდისთვის მნიშვნელოვანია, რომ კონკურსის ფარგლებში მონაწილეებმა ახალი აღმოჩენები გააკეთონ და მათმა ნამუშევრებმა ფესტივალს გარეთაც გააგრძელოს ცხოვრება.

ცნობისთვის, Cannes Lions International Festival of Creativity 1954 წლიდან არსებობს და ყოველწლიურად ტარდება საფრანგეთში, ქალაქ კანში. კანის ლომები მსოფლიოში ყველაზე დიდი საერთაშორისო ფესტივალია კრეატიულ და სარეკლამო ინდუსტრიაში.

კანის ახალგაზრდა ლომების კონკურსი კანის კრეატივის საერთაშორისო ფესტივალის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. ახალგაზრდული კონკურსი ივნისის თვეში ტარდება, სადაც 30 წლამდე რჩეულ ახალგაზრდებს საშუალება ეძლევათ თავიანთი ქვეყნის სახელით მსოფლიოს პირველობა დაუმტკიცონ.

გაეროს გენერალური
მდივნის მრჩეველი
ჯანდაცვის საკითხებში
 პროფესორი, გიორგი
ფხაკაძე - Pia.ge

გიორგი ფხაკაძე: ეპიდაფეთქება წელსაც ბათუ...

ჯანდაცვის საკითხებში გაეროს გენერალური მდივნის მრჩევლის გიორგი ფხაკაძის განცხადებით, ეპიდაფეთქება წელსაც ბათუმიდან დაიწყება, თუმცა ვითარება, შარშანდელთან შედარებით, ბევრად მწვავე იქნება.

1624190431

ვაკეში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, დაშავებულია ახალგაზრდა ქალი, რომელიც მოპედით მოძრაობდა.

1624211716

პოლიტიკური პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარე გიორგი გახარია ბრიუსელის შემდეგ სამუშაო შეხვედრებს ამერიკის შეერთებულ შტატებში გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას პარტიის პრესსამსახური ვარცელებს.

1624210667

სომხეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში ხმის მიცემის პროცესი 20:00 საათზე დასრულდა. ამ დროისთვის საარჩევნო უბნებზე ხმების დათვლის პროცესი მიმდინარეობს.

1624207740

იტალიური კლუბი საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრებისა და „ლანჩხუთის“ გუნდის 21 წლის მეკარე თათია გაბუნიათი დაინტერესდა. ამის შესახებ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა „სპორტალი“ ავრცელებს.

1624204204
დემოკრატიული ცვლილებების
ცენტრის ხელმძღვანელი

სიტყვის თავისუფლება ტყუილის ტირაჟირებას არ ნი...

დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე პროკურატურის მიერ ფარულ აუდიო ჩანაწერთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ შუალედურ დასკვნას ეხმაურება.

აჭარაში მომიტინგეებსა და პოლიციას შორის...

აჭარის მთავრობის სახლთან აქციაზე მომიტინგეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირება მოხდა.

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა (ფ...

ნატახტარი-ჟინვალის გზაზე ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.

სოზარ სუბარი: ქვეყნის განვითარების 10 წლ...

„ქვეყნის განვითარების 10 წლიანი გეგმა პრაქტიკულად ყველა ასპექტს მოიცავს - განათლების რეფორმას, ჯანდაცვას, ქვეყნის ინფრასტრუქტურულ განვითარებას, სივრცით მოწყობას, კონფლიქტებთან დაკავშირებულ პოლიტიკას და სხვა“, - ამის შესახებ პარლამენტის რეგიონული განვითარებისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა განაცხადა.