ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე  SEED გაიხსნა

თიბისის მხარდაჭერით თბილისში ვეგანური კაფე SEED გაიხსნა
10:52 18.09
დაკოპირებულია

თიბისის პროგრამა „სტარტაპერის“ მხარდაჭერით, თბილისში, გ.ტაბიძის 24 ნომერში ცოტა ხნის წინ ახალი ვეგანური კაფე - SEED გაიხსნა, რომელიც გამორჩეული ადგილია ჯანსაღი და გემრიელი კერძების, სასიამოვნო გარემოსა და ახალი გემოების აღმოჩენის მოყვარულებისთვის. ამის შესახებ ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, SEED-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ გემრიელი კერძების დაგემოვნებასთან ერთად, მას საგანმანათლებლო ფუნქციაც აქვს - აქ სტუმრებს დამფუძნებლები დეტალურად აცნობენ თითოეული კერძის შექმნის ისტორიას და მისი მომზადების პრინციპებს.

„სიჯანსაღე ჩვენი აღქმით, გაცილებით მეტია, ვიდრე მხოლოდ კონკრეტული სახის დიეტა ან ვარჯიში. ეს არის მთლიანი ცხოვრების სტილი. ჩვენი მთავარი მისიაა ადამიანების ცხოვრების ტრანსფორმაციაში შევიტანოთ თუნდაც ძალიან მცირე როლი. ვაჩვენოთ ყველას, რომ ვეგანური სამზარეულო არც რაიმე დიეტის ჩამნაცვლებელია და არც რომელიმე კერძის კონკურენტი“, - ამბობს SEED-ის დამფუძნებელი, ლაშა ყანჩაველი.

როგორც ინფორმაციაშია ცნობილი, Seed-ის მენიუ ჯანსაღი, მრავალფეროვანი და განსხვავებულია. ამჟამად კომპანიის გარშემო 6 ადამიანი ერთიანდება. გუნდის მიზანი კი მომხმარებლისთვის განსაკუთრებული კერძების მომზადება და შეთავაზებაა.

SEED-ის დამფუძნებლები ამბობენ, რომ წინ დიდი გეგმები აქვთ. უახლოეს მომავალში კომპანია Glovo-სა და Wolt-ზეც გამოჩნდება, რაც მომხმარებელს ვეგანური კერძების სახლიდან გაუსვლელად დაგემოვნების შესაძლებლობას მისცემს.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
საფრანგეთის ქალაქ მონფავეში, რომელიც ქვეყნის სამხრეთ ნაწილში მდებარეობს, პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რო...
29 წუთის წინ
„თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ უკვე მესამე დღეა „ნაციონალური მოძრაობის“ მავნებლური გეგმები აშკარავდე...
38 წუთის წინ
დღეს, 29 ოქტომბერს საქართველოსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის გაფორმდა შეთანხმება „ფისკალუ...
40 წუთის წინ
„კონკრეტულ მაგალითებზე მიდგება თუ არა საქმე, იმ წუთას უკვე ვხვდებით ან ფეიკ ნიუსს, ან რეალურ ფაქტს,...
45 წუთის წინ
საქართბელოს ეროვნული ბანკის შენობა 2

ეროვნულმა ბანკმა აუქციონზე 40 000 000 აშშ დოლ...

2020 წლის 29 ოქტომბერს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 40 000 000 აშშ...
47 წუთის წინ
საქართველოს თავზე ამერიკული უპილოტო სადა...
ამერიკული სადაზვერვო უპილოტო საფრენი აპარატი Northrop Grumman RQ-4 Global Hawk ს...
ყვარლის მუნიციპალიტეტში გზის მოასფალტება...
ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭიკაანში შიდა საუბნო გზის მოასფალტება და სანიაღვრე...
დავით სერგეენკო: „ქართული ოცნების“ პოლიტ...
„დიდი მადლობა მინდა მოგახსენოთ ყველას მხარდაჭერისთვის, ჩემთვის მართლაც განსაკუთრ...