მობილობის კამპანიის ფარგლებში „ტოიოტამ“ შექმნა კონცეპტ მოდელი LQ, რომელიც იყენებს მოწინავე ტექნოლოგიას ავტომობილსა და მძღოლს შორის ემოციური კავშირის დასამყარებლად. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.
მათივე ცნობით, LQ აღჭურვილია მართვის ავტომატიზირებული შესაძლებლობებით და ინტერაქტიული აგენტით, (Yui) სადაც ჩამონტაჟებულია ხელოვნური ინტელექტის სისტემა, იმისთვის, რომ ისწავლოს მძღოლისგან და გადმოგცეთ პერსონალიზებული მობილობის გამოცდილება.
„წარსულში, მანქანებისადმი ჩვენი სიყვარული გამოწვეული იყო მათი შესაძლებლობებით, რომ წავეყვანეთ შორეულ ადგილებში და განგვეცადა თავგადასავლები, მოწინავე ტექნოლოგიების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია მომხმარებლის ცხოვრების სტილი შევუსაბამოთ მღელვარებისა და ჩართულობის ახალ შესაძლებლობებს. ჩვენ ვამაყობთ LQ–ით, რადგან გთავაზობთ ავტომობილს, რომელსაც შეუძლია პერსონალიზირებული გამოცდილება შეგძინოთ, დააკმაყოფილოს თითოეული მძღოლის უნიკალური მობილობის მოთხოვნილებები და შექმნას კიდევ უფრო ძლიერი კავშირი ავტომობილსა და მძღოლს შორის “, - განაცხადა LQ დეველოპმენტის ხელმძღვანელმა დაისუკე იდომ.
„თეგეტა მოტორსის“ ინფორმაციით, როგორც მობილობის კომპანია, ტოიოტა მიიჩნევს, რომ როდესაც ადამიანები თავისუფლად გადაადგილდებიან, ყველაფერი შესაძლებელია. ეს ხედვა ემყარება იმ გაგებას, რომ მობილობა სცილდება ფიზიკური ტრანსპორტირების ფარგლებს და მოიცავს ადამიანის გადაადგილებისა და ემოციური ჩართულობის საჭიროებას.
„LQ იცავს ამ ფილოსოფიას ძირეული განვითარების თემის ფარგლებში - „ისწავლე, გაიზარდე, გიყვარდეს". ამ მოდელის ავტომატიზირებული მართვის ტექნოლოგია, მიზმად ისახავს შექმნას მობილობის უნიკალური გამოცდილება, რომელიც აყალიბებს ურთიერთობას ავტომობილსა და მძღოლს შორის, ის სწავლობს მძღოლის მოთხოვნებსა და საჭიროებებს და რეაგირებს შესაბამისად“, - ნათქვამია ინფორმაციაში.
საქართველოს ორი ვიცე პრემიერ-მინისტრი ეყოლება. ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ განაცხადა.
საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის ოთხი წევრის ვინაობა ცნობილია.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრს გივი მიქანაძეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
2018 წელს განათლების საერთაშორისო ცენტრის კურსდამთავრებულთა ასოციაცია დაფუძნდა, რომელიც დღემდე აქტიურად ახორციელებს საინტერესო პროექტებს სტიპენდიატებისა და კურსდამთავრებულების ჩართულობით.
პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ აღნიშნა რომ ნიკა მელიას გათავისუფლების თემაზე კონგრესსა და სენატში პოლიტიკურ ლიდერებს თავიანთი პოზიციები აქვთ.
მისი თქმით, ოპოზიცია მოლაპარაკების მოწოდებას არ მიიღებს და მათთვის საფიქრალია, როგორ გამოვიდნენ იმ ზეწოლიდან, რასაც საერთაშორისო თანამეგობრობა კიდევ უფრო მოუმატებს.
პარლამენტის 16 წევრის რიგგარეშე აცრის გამო ლიბანში სკანდალი მოხდა. ამის გამო მსოფლიო ბანკი ვაქცინაციის შეწყვეტით იმუქრება. ინფორმაციას nna-leb.gov.lb იუწყება.
24 თებერვალს, რიქსდაგში 2021 წლის საგარეო პოლიტიკის საკითხების შესახებ განცხადების წარდგენისას, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა და ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, ან ლინდემ მიმდინარე კონფლიქტებზე, მათ შორის საქართველოს თემაზეც ისაუბრა.
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოს დირექტორმა ბესარიონ სიმონიშვილმა კოჯორში, იუნკერთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო, - ამის შესახებ ინფორმაციას დევნილთა სააგენტო ავრცელებს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის განცხადებით, ქვეყანაში ადგილი აქვს სამხედრო გადატრიალების მცდელობას. ასე შეაფასა ფაშინიანმა გენერალური შტაბის ხელმძღვანელის და სამხედროების განცხადება, რომლებმაც პრემიერ-მინისტრის გადადგომა მოითხოვეს. ინფორმაციას Armenpress ავრცელებს.