ბიზნესი

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 6 წლის იუბილეს აღნიშნავს

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ 6 წლის იუბილეს აღნიშნავს
14:36 16.10
დაკოპირებულია

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ისტორია 2014 წლიდან იწყება. 6 წლის წინ კომპანიამ „ტოიოტა კავკასიისგან“ ტოიოტას დილერისა და ავტორიზებული სერვისცენტრის ოფიციალური სტატუსი მიიღო და აქტიურად დაიწყო ტოიოტას ავტომობილების რეალიზაცია. იმავე წელს გაიხსნა განახლებული სერვისცენტრი, რომელიც უნიკალურია მისი მასშტაბით და გამოირჩევა მსოფლიო სტანდარტებთან შესაბამისობით. ამის შესახებ ინფორმაციას „თეგეტა მოტორსი“ ავრცელებს.

მათივე ცნობით, პროექტი განხორციელდა ს.ს. „თიბისი ბანკის“ და „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის“ (EBRD) მხარდაჭერით. „თეგეტა მოტორსმა“ პროექტში 11 მილიონამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა. კომპანია მონობრენდულია და მისი მომსახურება სრულად ტოიოტას ბრენდის ავტომობილებზეა ფოკუსირებული.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ „თეგეტა მოტორსის“ რიგით მე-5 შვილობილი კომპანიაა. ამ ეტაპზე კომპანია მომხმარებელს სთავაზობს უახლესი მოდელების ავტომობილებს, მხოლოდ ორიგინალ ავტოსათადარიგო ნაწილებს, აქსესუარებს და ავტოტექმომსახურების სრულ სერვისს. ამასთანავე კომპანიამ მომხმარებლის მეტი კომფორტისთვის დანერგა სერვისი - „ტოიოტა კომფორტი“. 2016 წელს კი შეიქმნა „Toyota PLUS“, რომლის ფარგლებში მომხმარებელს შეუძლია „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ ჩააბაროს მისი კუთვნილი ნებისმიერი მარკის ავტომობილი საბაზრო ღირებულებით და სხვაობის დამატებით გაიყვანოს მისთვის სასურველი ახალი ტოიოტა.

2019 წელს „ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ მიერ განხორციელდა ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი პროექტი კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობის მიმართულებით და შეიქმნა „მწვანე გზის კლუბი“, რომლის წევრებსაც წარმოადგენენ „ტოიოტა ცენტრ თეგეტაში“ შეძენილი ჰიბრიდული ძრავით აღჭურვილი მოდელების მფლობელები. კლუბის ძირითად მიზანს წარმოადგენს გარემოზე ზრუნვა.

გამორჩეული იყო 2020 წელი, როდესაც კოვიდ-19-ით გამოწვეულმა პანდემიამ სულ სხვა რეალობის წინაშე დააყენა როგორც სრულიად მსოფლიო, ასევე ლოკალური ბიზნეს სუბიექტები. არსებული ვითარებიდან გამომდინარე „ტოიოტა ცენტრი ტეგეტამ“ დანერგა სხვადასხვა ციფრული პლატფორმები, როგორებიცაა ავტომობილების ონლაინ მაღაზია და შოურუმი, ავტომობილების შეკვეთის და რეზერვაციის ონლაინ სერვისი. ასევე შეიქმნა ავტოსერვისზე ჩაწერის მობილური აპლიკაცია, რომელიც განკუთვნილია Android-ის და IOS-ის ოპერაციული სისტემებისთვის.

2020 წლის ზაფხულიდან „ტოიოტა ცენტრი თეგეტა“ მომხმარებლებს სთავაზობს ექსკლუზიურ დაზღვევას „ტოიოტა კასკოს“, რომელიც მომხმარებლის მოთხოვნებზე მაქსიმალურად მორგებული სადაზღვევო პირობებით გამოირჩევა. ასევე შემოდგომიდან „ტოიოტა ცენტრ თეგეტას“ ერთგულ მომხმარებლებს გადაეცემათ „ლოიალობის ბარათები“, რომლის საშუალებითაც ისინი შეძლებენ დააგროვონ ქულები და შემდეგ სურვილისამებრ გამოიყენონ პროდუქციის ან მომსახურების შეძენისას.

„ტოიოტა ცენტრი თეგეტას“ ფილოსოფიის მთავარ არსს წარმოადგენს იაპონური სიტყვა „კაიზენი“, რაც ნიშნავს მუდმივ სწრაფვას უკეთესობისკენ. კომპანია თითოეული პროექტის განხორციელებისას სწორედ ამ მიდგომით ხელმძღვანელობს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
„ეს სახლი არის ჩემი პირადი საკუთრება. შაბათს, „ტვ პირველმა" თქვა, რომ გია ვოლსკისია. არა!“- ამ სიტყვ...
13:25
ზუგდიდში, სამხარეო პოლიციის შენობაში შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მოადგილესთან ერთად ი...
13:06
დეკანოზ გიორგი მამალაძის ჯანმრთელობის მდგომარეობის მძიმეა. ამის შესახებ დეკანოზის ადვოკატმა გიორგი ფ...
12:45
აზერბაიჯანი აგრძელებს მშვიდობიანი დასახლებების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას სომხური მხარე ავრ...
12:27
სპეციალური პენიტენციური სამსახური „პენიტენციური სამსახური ბრალდებულის სუიციდის...
სპეციალური პენიტენციური სამსახური ეხმიანება ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში 2020 წლის 24 ოქტომბერს გა...
გოგი მეშველიანი: ჩვენი გუნდი ინტენსიურად...
„ქართული ოცნების“ ბოლნისის, დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარობის კანდი...
09:55
როგორია პანდემიის უახლესი გლობალური სტატ...
Worldometers-ის განახლებული მონაცემების მიხედვით, მსოფლიო მასშტაბით კოვიდინფიცირ...
25-26 ოქტომბრის ამინდის პროგნოზი
25-26 ოქტომბერს საქართველოში მოსალოდნელია თბილი და უნალექო ამინდი. ამის შესახებ...