მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

„თუ შეუძლია იმუშაოს ერთს, რატომ არ შეუძლია იმუშაოს მეორეს?“ - შოთა ბურჯანაძე სასტუმროს რესტორნებსა და ჩვეულებრივ რესტორნებზე

რესტორატორთა ასოციაციის თავჯდომარე

რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებლის შოთა ბურჯანაძის განმარტებით, დღეს პრობლემატურ საკითხს წარმოადგენს ის ფაქტი, რომ ჩვეულებრივ რესტორნებს არ შეუძლიათ ისევე ოპერირება, როგორც სასტუმროს რესტორნებს.

მისი თქმით, სასტუმროს რესტორნები თვისი ფუნქციონირებით სწორს აკეთებენ და არც კანონს არღვევენ, მაგრამ მეორე მხრივ, ჩვეულებრივ რესტორნებსაც შეუძლიათ იმავე სახით ოპერირება.

„ვერ წარმომიდგენია რომელიმე შენობაში განსაკუთრებულად ვერ შედიოდეს ვირუსი ან მეორეში შედიოდეს.“ - აღნიშნავს ბურჯანაძე.

მისი განმარტებით, დღეს ქვეყანა სრულ აბსურდშია და სწორედ ამ მდგომარეობის აღმოსაფხვრელად არის მიღებული გადაწყვეტილება დაუმორჩილებლობის თაობაზე.

„ჩვენ მივდივართ ჩვენი გზით...იმ შემთხვევაში, თუ მოლაპარაკებები ამ სიტუაციაში გამოიღებს შედეგს, მიღებული გადაწყვეტილება გაუქმდება.“ - აცხადებს ბურჯანაძე.

ინფორმაციისთვის, 6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ.

აგრეთვე იხილეთ:

„მივმართავ რესტორნებს, ნუ გაართულებენ ჩვენ შორის დიალოგს“ - ნათია თურნავა

6 თებერვალს რესტორნები თვითნებურად გახსნას აანონსებენ

თამარ გაბუნია: რესტორანში ვირუსის გავრცელების რისკი მაღალია

გიორგი გახარია: მესმის რესტორნების, სასტუმროების, ტურიზმის სფეროში დაკავებული კომპანიების, მაგრამ უნდა ვიზრუნოთ გრძელვადიან შედეგზე