საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის ფარგლებში, ენერგოეფექტურობის საკითხებთან დაკავშირებით, სკოლის ასაკის ბავშვთა ცნობიერების ამაღლებას მიზნით საინფორმაციო კამპანია განხორციელდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია (სემეკ) ავრცელებს.
მათივე ცნობით, ევროკავშირის მიერ 1.200 000 ევროს ოდენობით დაფინანსებულ პროექტში - „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“, საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიასთან (სემეკ) თანამშრომლობდა ავსტრიულ-ფრანგულ-ბერძნული კონსორციუმი.
„სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის განკუთვნილი საინფორმაციო კამპანია რამდენიმე ეტაპს მოიცავდა: დამზადდა ანიმაციური ფილმი, რომლის გმირიც არის ცნობილი ქართული ანიმაციური პერსონაჟი - ჟირაფი ჟოზე; შეიქმნა მოთხრობა განახლებადი ენერგიების შესახებ. კამპანია ითვალისწინებდა ლექციების ჩატარებას ელექტროენერგიის წარმოებისა და რაციონალური მოხმარების, ასევე მომხმარებელთა ქცევის ცვლილების შედეგად მიღებული დადებითი გარემოსდაცვითი ზემოქმედების შესახებ. კამპანიის ფარგლებში დარიგდა განათლებასთან დაკავშირებული სხვადასხვა თემატური მასალები, როგორიცაა საინფორმაციო ტრიპლეტი ელექტროენერგიის წარმოშობის შესახებ, თავსატეხები, გასაფერადებლები, ნიღბები და წიგნის სანიშნეები.
დაძმობილების პროექტი „მომსახურების ხარისხი და ჭკვიანი აღრიცხვა საქართველოში“ ზოგადად მიმართულია საქართველოში ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ეფექტური, უსაფრთხო, თანამედროვე და დაცული ექსპლუატაციის ხელშეწყობაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში ჟურნალისტ ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე თავდასხმის ფაქტს Facebook-ის გვერდზე ეხმიანება და სამართალდამცავ ორგანოებს მოუწოდებს, სწრაფად გამოიძიონ და დასაჯონ დამნაშავეები.
პარლამენტის შესაბამისმა კომიტეტმა ახალი უწყების შექმნას მხარი უკვე დაუჭირა.
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს, რომ მმართველმა გუნდმა ბევრ საკითხზე, მათ შორის, ოთხ ძირითად თემაზე იმსჯელა.
პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში საპარლამენტო უმრავლესობის სხდომა მიმდინარეობს.
აჭარის მთავრობის მეთაური თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ რეგიონში რეგულაციების აღსრულების პროცესს აქტიურად დააკვირდებიან, რათა ინფექციის ზრდის საფრთხე არ შეიქმნას.
აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ სომხებს აზერბაიჯანული მიწა ჰქონდათ ოკუპირებული და „მის სისხლს წოვდნენ, როგორც წურბელები“. ამის შესახებ ალიევმა მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპულთა ნათესავებისთვის ბინების გადაცემის ცერემონიაზე განაცხადა. ინფორმაციას azerbaycan24 ავრცელებს.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი, ამავე ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის მიერ 24 თებერვალს საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ ნიკა მელიას საქმეზე პროკურატურის გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგი გამართა.