ბიზნესი

„ვისაუბრეთ იმ თემებზე, რომელთა გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია“ - ბიზნესმენები პრემიერთან შეხვედრაზე

ფხაკაძე ბუცხრიკიძე
1617192771
დაკოპირებულია

„ყველა თემას ვერ შევეხებოდით დღეს, მაგრამ ის თემები, რომლის გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ თემებზე გვქონდა საუბარი,“ - ამის შესახებ ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა სოსო ფხაკაძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

ბიზნესასოციაციის წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრას აფასებენ და განხილულ საკითხებზე საუბრობენ.

„პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მიხედავს თითოეულ საკითხს და გვექნება შეხვედრები, ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის ქვეყნის წარმატების მთავარი საწინდარი.

საუბარი გვქონდა მაკროეკონომიკური ხასიათის საკითხებზე, იყო დაახლოებით 10 პუნქტი; ამ 10 პუნქტის ქვეშ წარმოვადგინეთ მთელი ბიზნესის ხედვა, თუ რას ვფიქრობთ თითოეულ პუნქტზე და კიდევ ერთხელ, როგორც ყოველთვის შევეცადეთ ვყოფილიყავით ობიექტურები, პროფესიულები და აკადემიურები, - აღნიშნა სოსო ფხაკაძემ.

მისი თქმით, ეკონომიკა არის კრიზისში და აუცილებელია სწრაფი გადაწყვეტილებების მიღება.

„ჩვენ ამ თემებზე ღიად ვსაუბრობთ და ყოველთვის ვისაუბრებთ ღიად. პრემიერ-მინისტრი დაგვპირდა, რომ მიხედავს თითოეულ საკითხს და გვექნება ერთობლივი შეხვედრები. დღევანდელი შეხვედრა იყო პირველი შეხვედრა და რასაკვირველია, ამით არ უნდა დამთავრდეს. ძლიერ ეკონომიკას ქმნის ბიზნესი და ძლიერი ეკონომიკა არის მთავარი საწინდარი ქვეყნის წარმატების. ყველა თემას ვერ შევეხებოდით დღეს, მაგრამ ის თემები, რომლის გადაწყვეტაც უახლოეს პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ თემებზე გვქონდა საუბარი“, - განაცხადა სოსო ფხაკაძემ.

შეხვედრაზე განხილულ საკითხებს ვახტანგ ბუცხრიკიძეც აფასებს:

„საუბარი გვქონდა საკმაოდ მნიშვნელოვან საკითხებზე, - ამის შესახებ „თი-ბი-სი ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ვახტანგ ბუცხრიკიძემ, პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ბიზნესისა და სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის, განათლების სფეროს, ბიზნესისთვის აუცილებელ ცვლილებებს, სოფლის მეურნეობას და ამ ინდუსტრიის განვითარების საკითხებს.

„ვისაუბრეთ მოკლევადიან საკითხებზე, რომელიც მოითხოვს გადაწყვეტას, მაგრამ რაც უფრო მნიშვნელოვანია, არის საკითხები, რომლებიც ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გრძელვადიან გადაწყვეტილებებს მოითხოვს, მაგალითად, ვისაუბრეთ განათლების სფეროზე, იმ ბიუროკრატიაზე, რომელიც სახელმწიფო სექტორში არსებობს და რა არის ბიზნესისთვის აუცილებელი ცვლილებები, რაც აუცილებლად ჩასატარებელია. ვისაუბრეთ სოფლის მეურნეობაზე, თუ რა არის საჭირო ამ ინდუსტრიის განვითარებისთვის. იყო საუბარი, რომ ეს არ იქნება ერთჯერადი შეხვედრა და იქნება მრავალჯერადი შეხვედრები“, - განაცხადა ვახტანგ ბუცხრიკიძემ.

ინფორმაციისთვის, დღეს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესასოციაციის წარმომადგენელებს შეხვდა.

აგრეთვე დაინტერესდებით:

🔻 პრემიერი: ჩვენთვის პრიორიტეტულია, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს

🔻 „2021 წლის პირველი ნახევარი საკმაოდ რთული იქნება ქართული ეკონომიკისთვის“ - ბიზნესმენები კურსის გაუფასურებას აფასებენ

🔻 ირაკლი ღარიბაშვილი ბიზნესს: ჩემი ხედვაა, რაც შეიძლება ნაკლები ბარიერი ჰქონდეს ბიზნესს

„ქართული ოცნების“
თავმჯდომარე ირაკლი
კობახიძე, „ნაციონალური
მოძრაობის“ ლიდერი ნიკა
მელია Pia.ge

ირაკლი კობახიძე: ნიკა მელია რომ ციხეში ზ...

„ის, რომ დღეს ნიკა მელია ციხეში ზის, ნამდვილად რუსული თამაშია, რომელიც მიხეილ სააკაშვილმა ნიკანორ მელიას თანამონაწილეობით გაითამაშა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

მსოფლიო მასშტაბით კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 141 მლნ-ს აჭარბებს განახლებულ მონაცემებს worldometer-ი აქვეყნებს.

1618689111

ჩეხეთის რესპუბლიკამ გამოაცხადა, რომ ქვეყნიდან გაძევებს 18 რუს დიპლომატს, რომლებიც ჯაშუშებად იქნენ ცნობილი.

1618686529

„საქართველოს ბანკზე“ თავდასხმისთვის დაკავებულ ნიკა წურწუმიას ბრალი ოფიციალურად წარუდგინეს. დაკავებულ პირს გამოძიება 144-ე მუხლს ედავება, რაც ორი ან მეტი პირის მძევლად აყვანას გულისხმობს.

1618683713

ჩეხეთის რესპუბლიკაში რუსეთის საელჩოს წინ აქტივისტებმა შიშველი პუტინის ფიგურა დასვეს ოქროს უნიტაზზე.

1618682670
უმრავლესობის წევრი
ირაკლი კობახიძე, 2020 წ.

ირაკლი კობახიძე: იმისათვის, რომ სპეკულაციის ყ...

„შარლ მიშელის ეგიდით შექმნილი დოკუმენტის გარშემო კონსულტაციები ორი კვირა მიმდინარეობდა, სწორედ იმ ხანგრძლივი კონსულტაციების შედეგი იყო ის გადაწყვეტილება, რომელიც ჩვენ მივიღეთ,“ - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.

1618673327
ბოლო 24 საათში საქართველოში კოვიდვაქცინი...

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა 1 237-მა ადამიანმა გაიკეთა.

1618671412
30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით სააღდგომო...

სააღდგომო არდადეგების გამო, 30 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით ვაქცინაცია დროებით შეჩერდება.

ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი.

დიდი დიღმიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“...

დიდი დიღმის IV მიკრორაიონიდან მეტროსადგურ „სარაჯიშვილის“ მიმართულებით, დღეიდან ახალი, ინტეგრირებული მარშრუტი - N321 ამოქმედდა. BMC მარკის 12-მეტრიანი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსით დღეს თბილისის საკრებულოს საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ავთანდილ ცინცაძემ ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად იმგზავრა.