მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

3 დაღუპული და 4 დაჭრილი - სროლა სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე

სასაზღვრო სროლა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან დაძაბულობა გრძელდება. სროლის შედეგად 3 აზერბაიჯანელი მესაზღვრე დაიღუპა და 4 დაშავდა. ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

ინციდენტი ოფიციალურმა ერევანმაც დაადასტურა. სომხური მხარის მტკიცებით მათ მხოლოდ საპასუხო ცეცხლი გახსნეს და პროვიცირებისთვის პასუხიმსგებლობა ბაქოს ეკისრება. აღსანიშნავია, რომ სროლა ყარაბაღისგან მოშორებით ტავუშის რეგიონში განხორციელდა, რომელიც ცხელ წერტილად ცნობილი არაა.

მომხდარი აზერბაჯანთან ერთად მყისიერად დაგმო თურქეთის საგარეო უწყებამაც. ანკარამ ერევანი ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულების დარევაში დაადანაშაულა.

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდში 1988 წელს დაიწყო. იმპერიის დაშლის შემდეგ კი კონფლიქტი სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა. სომხეთმა რუსეთის ირიბი დახმარებით ყარაბაღის დაკავება მოახერხა. აზერბაიჯანი მას დღემდე ოკუპირებულ ტერიტორიად მიიჩნევს. ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებას ხელი 1994 წელს მოეწერა, თუმა ამ დოკუმენტს მშვიდობა არ მოუტანია. 1994 წლიდან დღემდე რეგიონში სროლებს ორივე მხრიდან 3500 სამხედრო და სამოქალაქო პირი ემსხვერპლა. იქამდე 1988-1994 წლებში შეიარაღებულ კონფლიქტს 38 000 ადამიანი შეეწირა.

თუ საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრები გახსნილია და არსებობს ეკონომიკური ურთიერთობები მსგავსი წარმოუდგენელია აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის. ორი ქვეყანა ერთმანეთთან არ ვაჭრობს და ვიზებიც გამონაკლისი წესით ძირითადად საერთაშორისო სპორტულ ტურნირებზე გაიცემა, ისიც არა ყოველთვის.