ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე ალექსანდრე ანქვაბი დაინიშნა.
ინფორმაციას ე.წ. მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
ცნობისთვის, ანქვაბი 2011 წლის აგვისტოდან 2014 წლის ივნისამდე ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი იყო.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გიორგი ვოლსკი მიიჩნევს, რომ ოპოზიციას შორის შიდა კონსულტაციებს აზრი არ აქვს.
კასპში 2 პირის მძევლად აყვანის ბრალდებით დაკავებულ ყოფილ პოლიციელს გიორგი მენაბდიშვილს ფსიქიატრიული ექსპერტიზა ჩაუტარდება. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნაქთვამი.
ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის საქმეზე სხდომა გადაწყვეტილების გარეშე დაასრულა.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ზაალ უდუმაშვილი პარტია „გირჩისა“ და „მოქალაქეების“ მიერ დაწყებულ შიდა ოპოზიციურ კონსულტაციებს გამოეხმაურა.
რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი, რომელიც 17 იანვარს ბერლინიდან მოსკოვში დაბრუნების შემდეგ დააკავეს, საკუთარი პრესმდივნის მეშვეობით ვიდეოს ავრცელებს, რომელიც სასამართლოზე ჩაწერა. ამის შესახებ Meduza იუწყება.
ოკუპირებულ ცხინვალში საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ზაზა გახელაძის ე.წ. სასამართლო პროცესი იმართება. ინფორმაციას ekhokavkaza ავრცელებს.
თბილისის მერიის მხარდაჭერით, საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში მომსახურე პერსონალის შრომისა და დასვენების პირობების გაუმჯობესების მიზნით, თანამედროვე ტიპის ხის კოტეჯები მოეწყო, - ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ამერიკელ ბიზნესმენს ემად შარგის ირანში ჯაშუშობისთვის 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამის შესახებ nbcnews.com იუწყება.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის ამირან გამყრელიძის განცხადებით, ჯანდაცვისა და ეკონომიკის სამინისტრო ქვეყანაში შეზღუდვების შემსუბუქების გეგმაზე მუშაობს, რომელიც რამდენიმე დღეში დამტკიცდება.