მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: აზერბაიჯანს არა მხოლოდ თურქული, არამედ რუსული, ბელორუსული და უკრაინული იარაღი აქვს

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანს მხოლოდ თურქული იარაღი არ აქვს“, - როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება ამის შესახებ ალიევმა CNN International-თან ინტერვიუში ისაუბრა.

„აზერბაიჯანს არა მხოლოდ თურქული, არამედ რუსული, ისრაელის, ბელორუსული და უკრაინული იარაღი აქვს, რადგან დღეს ჩვენ გვაქვს სამხედრო ტექნიკის უფრო ფართო გეოგრაფია“, - აღნიშნა ილჰამ ალიევმა.

მისი თქმით, ისეთი ღარიბი ქვეყნისთვის, როგორიც სომხეთია, შეუძლებელია მილიარდობით დოლარის ღირებულების იარაღის შეძენა.

„ისინი უფასოდ იღებენ იარაღს მოკავშირეებისგან და ჩვენ მათ ვყიდულობთ“, - დასძინა ალიევმა.

ქვეყნის პირველმა პირმა უპასუხა მასპინძლის კითხვას F-16 მოიერიშე თვითმფრინავების შესახებ:

„F-16 ტიპის გამანადგურებლები ჩამოვიდნენ აზერბაიჯანში სამხედრო წვრთნებში მონაწილეობის მისაღებად. გასულ წელს აზერბაიჯანმა და თურქეთმა 10 ერთობლივი სამხედრო სწავლება ჩაატარეს. თურქეთი ჩვენი მოკავშირეა და აქ ჩვეულია სამხედრო წვრთნების ჩატარება. ასე რომ, F-16 მოიერიშე თვითმფრინავები ადგილზე არიან, ისინი არ დაფრინავენ, არცერთ საბრძოლო მოქმედებაში არ მონაწილეობენ”, - განაცხადა ალიევმა.

შეგახსენებთ, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.