მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: ბევრჯერ მითქვამს და ვიმეორებ, მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„ეს ბევრჯერ მითქვამს. დღეს ჩვენ მზად ვართ შევთანხმდეთ ცეცხლის შეწყვეტაზე“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Fox News- თან ინტერვიუში განაცხადა.

ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანის ხელისუფლებას უნდა ცეცხლის შეწყვეტა და საკუთარი მიწების დაბრუნება.

„ამავე დროს, სომხეთმა და მისმა პრემიერ-მინისტრმა უნდა თქვან, რომ ისინი ერთგულები არიან შეერთებული შტატების, რუსეთისა და საფრანგეთის მიერ შემუშავებული ძირითადი პრინციპების.

ჩვენ გვინდა ცეცხლის შეწყვეტა. გვინდა, რომ ჩვენი მიწები დაგვიბრუნდეს”, - აღნიშნა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები