მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: განჯის დაბომბვა ფაშიზმის გამოვლინებაა

აზერბაიჯანის პრეზიდენტიიი ილჰამ ალიევი

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ქვეყნის სიდიდით მეორე ქალაქის, განჯის დაბომბვას სომხეთის მხრიდან „ფაშიზმის მახინჯ გამოვლინებას“ უწოდებს. ამის შესახებ ალიევმა თურქულ ტელეკომპანია Haber Global TV-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.

„ჩვენ ვვარაუდობდით, რომ მთიანი ყარაბაღის პრობლემა პოლიტიკური გზით მოგვარდებოდა, რომ აგრესორმა საკმარისი გაკვეთილი მიიღო და ამის შემდეგ საკითხი დიპლომატიურ ჭრილში გადავიდოდა“ - აცხადებს ალიევი.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, ამის ნაცვლად, ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების ამოქმედების შემდეგ სომხეთმა ტაქტიკური რაკეტებით ქალაქი განჯა დაბომბა, რასაც მშვიდობიანი მოსახლეობა ემსხვერპლა.

ბოლო ინფორმაციით, 11 ოქტომბერს, ღამით, განჯის დაბომბვის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 35 დაიჭრა.

ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ამჟამად ყველაზე მძიმე შეტაკებები ქალაქ ჰადრუთთან მიმდინარეობს.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზომაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.