მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი ფაშინიანზე: რაც უფრო დიდხანს დარჩება ხელისუფლებაში, მით უკეთესია ჩვენთვის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„ფაშინიანი ადამიანია ქუჩიდან. ვინ იყო ის? არავინ. ის იყო გაზეთის რეპორტიორი და ქუჩიდან გახდა ლიდერი და რა ქნა ამის შემდეგ? მან სომხეთი კატასტროფამდე მიიყვანა“, - ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა Haber Turk-თან ინტერვიუში განაცხადა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი აცხადებს, რომ სომხეთს დღეს დიქტატორი მართავს.

„ორი ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. ის დაახლოებით 2 წელი დარჩა ციხეში, შემდეგ გაათავისუფლეს, მაგრამ სისხლის სამართლის საქმე კვლავ აღიძვრება. მეორეს ეკრძალება საზღვარგარეთ გამგზავრება. მან დააკავა ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე. მან გაანადგურა საკონსტიტუციო სასამართლო და გააძევა იგი“, - განაცხადა ალიავმა.

ალიევმა ფაშინიანს სოროსის ფონდის პროდუქტი უწოდა.

„ყველამ იცის, რომ ფაშინიანი სოროსის პროდუქტია. ის არის ადამიანი, რომელსაც სოროსი მართავს. ჩვენი მიზანი არ არის ფაშინიანისთვის პრობლემების შექმნა, ჩვენი მიზანია მის მთავრობას შეექმნას პრობლემა. რაც უფრო დიდ ხანს იქნება ის ხელისუფლებაში მით უკეთესია ჩვენთვის“, - დასძინა ალიევმა.

ინფორმაციისთვის, ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს შეთანხმების დარღვევაში ადანაშაულებენ.

მთიან ყარაბაღში ორ ქვეყანას შორის სამხედრო დაპირისპირება მიმდინარე წლის 27 სექტემბერს განახლდა.