კონფლიქტები

ალიევი: სომხეთმა კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული ჩაიდინა

აზერბაიჯანიიის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი
10:45 17.10
დაკოპირებულია

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა ქალაქ განჯას დაბომბვას სომხეთის მიერ ჩადენილი კიდევ ერთი სამხედრო დანაშაული უწოდა. მისი თქმით, აზერბაიჯანული მხარე საკადრის პასუხს ბრძოლის ველზე გასცემს. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

„მშვიდობიანი მოსახლეობის მისამართით ცეცხლის გახსნა სამხედრო დანაშაულია. ეს პირველად არ ხდება. სომხური მხარე მუდმივად ბომბავს ქალაქებს ტერტერს, გერანბოის, აღდამს, აღჯაბედს და სხვა დასახლებულ პუნქტებს. დანგრეულია ან დაზიანებულია 2000-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. მაგრამ ეს ლაჩრული აქციები აზერბაიჯანელი ხალხის ნებისყოფას ვერ გასტეხს“ - განაცხადა მან.

ასევე ალიევმა განაცხადა, რომ აზერბაიჯანულმა ძალებმა ქალაქი ფიზული და ამ რაიონის რამდენიმე სოფელი აიღეს.

შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი...

ახალი ამბების სააგენტო Pia.ge გაგაცნობთ ყარაბაღის ტერიტორიაზე მიმდინარე სამხედრო...
არჩევნების თარიღის მოახლოებასთან ერთად, თავდაცვის ძალებისა და სამხედრო მოსამსახურეების მიმართ ცილისწ...
22:59 28.10
„35 წელია ყოველთვის იქ ვარ, სადაც საქართველოში რაღაც ხდებოდა“, - ამის შესახებ „ქართული ოცნება-დემოკრ...
22:32 28.10
დღეს, 28 ოქტომბერს ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ მოახლოებულ არჩევნებსა და ამ პროცესში...
22:22 28.10
ბოლო 24 საათში ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის 106 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ინფორმაციას გამოცე...
22:01 28.10
საქართველოს პრემიერ - მინისტრი გიორგი გახარიაა

გახარია: თბილისი საცხოვრებლად კომფორტული ქალა...

„ჩვენ დღეს ყველანი კარგად ვხედავთ და ვგრძნობთ, რომ ძალიან კარგი სასტარტო პირობები გვაქვს. ამას საერთ...
„ჯორჯიან ეარვეისი“ ამსტერდამის რეისის მგ...
„ჰოლანდიის მთავრობის მიერ, 27 ოქტომბერს გამოცემულ ახალ NOTAM–თან დაკავშირებით, გ...
სალომე ზურაბიშვილი: წადით მშვიდ და სამარ...
დღეს, 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ქვეყანაში არსებულ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძ...
„არა-სააკაშვილს, არა-ბოკერიას, არა-ვაშაძეს, არა-ნაცმოძრაობას და არა ნაცმოძრაობის...