მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევი: ველურებს ვებრძვით, მაგრამ ხელს ვერაფერი შეგვიშლის

აზერბაიჯანის პრეზიდენტი

„დაპირისპირება უკვე ერთი თვეა მიმდინარეობს და ჩვენი ხალხისთვის ეს სამშობლოს ომია. ჩვენ ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს ოკუპანტებისგან. ეს არის საერთაშორისო სამართლისა და ისტორიული სამართლიანობის აღდგენა“, - როგორც აზერბაიჯანული მედია იუწყება ამის შესახებ პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 28 ოქტომბერს ირანის ისლამური რესპუბლიკის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან სეიდ აბას არაღჩის ხელმძღვანელობით დელეგაციასთან შეხვედრაზე განაცხადა.

მისი თქმით, დღეს რამდენიმე სოფელი განთავისუფლდა ოკუპანტებისგან.

„დღეს რამდენიმე სოფელი განთავისუფლდა ოკუპანტებისგან. ბევრი მშვიდობიანი ადამიანი დაშავდა და დაღუპულთა რიცხვი შეიძლება გაიზარდოს. ველურებს ვებრძვით, მაგრამ ვერაფერი შეგვიშლის ხელს“, - განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა.

📢შეგახსენებთ, რომ მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა.

აგრეთვე, წაიკითხეთ 👇

👉 ალიევი: კიდევ 13 სოფელი გავათავისუფლეთ

👉 ალიევი: სომხეთის შეიარაღებული ძალები გიუმრის რუსული ბაზიდან მარაგდება