მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ალიევმა საქართველოსა და ირანს მადლობა გადაუხადა

ილჰამ ალიევი სომხეტში იარაღისკონტარბანდაზე

აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საქართველოსა და ირანს მადლობა გადაუხადა, რადგანაც ამ ქვეყნებმა სახმელეთო და საჰაერო გზა ჩაკეტეს, რათა სომხეთმა რუსეთიდან შეიარაღება ვერ მიიღოს. ამის შესახებ ალიევმა ტელეკომპანია A Haber-თვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. ინფორმაციას Report.az ავრცელებს.

ამასთანავე ალიევი აცხადებს, რომ რუსეთში მცხოვრებმა სომეხმა ბიზნესმენებმა კარაპეტიანმა, აბრამიანმა და სხვებმა შეიძინეს 40 მილიონ დოლარად „ილ-76“-ის ტიპის თვითმფრინავი. შემდეგ კი საქართველოდან სამოქალაქო დანიშნულების ტვირთის სახით, კონტრაბანდული გზით მათ სომხეთში ტანკსაწინააღმდეგო დანადგარები და საზენიტო ქვემეხები ჩაიტანეს.

ასევე ალიევმა განაცხადა, რომ რუსეთიდან სომხეთში კონტრაბანდული გზით რაკეტების გაგზავნა ხდება. „სომხეთში კონტარბანდული გზით იარაღის ჩატანა არის ყოვლად დაუშვებელი. ეს საერთაშორისო დანაშაულია“ - განაცხადა ალიევმა.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 600-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.