კონფლიქტები

ანთაძე: უკანონოდ დაკავებულების გასათავისუფლებლად დიალოგი გაგრძელდება

ეგნეთში შეხვედრა
დასრულდა
1596123410
დაკოპირებულია

„უკანონოდ დაკავებულების, ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლება მოვითხოვეთ“, - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე განიხილეს ყველა მნიშვნელოვანი ინციდენტი, რაც ბოლო 11 თვის მანძილზე დაგროვდა. ყურადღება გამახვილდა უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკითხზე.

„პირველივე დღიდან ჩვენ მოვითხოვეთ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის უპირობოდ გათავისუფლება. აღნიშნული გაჟღერდა ამ შეხვედრაზეც, გაჟღერდა პრინციპულად. რა თქმა უნდა, გაჟღერდა ასევე უკანონო პატიმრობაში მყოფი ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევის უპირობოდ გათავისუფლებისა და საკუთარ ოჯახებში რაც შეიძლება მალე დაბრუნების აუცილებლობა. ასევე ვიმსჯელეთ უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის პროცესზე, საქართველოს მოქალაქეების უკანონოდ დაკავების ფაქტებზე, თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვაზე. საუბარი შეეხო ჩვენი თანამოქალაქეების მკვლელობის ფაქტებსაც, რომელიც ჩვენს დღის წესრიგში მუდმივად არის“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

მისი თქმით, უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე კონსულტაციების წარმოებაზე უარი არ თქმულა და დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც სექტემბერში გაგრძელდება.

„მათი გათავისუფლების საკითხი რთული და შრომატევადი პროცესია, გარანტიებზე საუბარი ნაადრევია.

ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩორჩანას ირგვლივ განვითარებული დესტრუქციული პროცესები რა თქმა უნდა იყო განხილვის საგანი, თუმცა ეს არ ყოფილა დაკავებული უკანონო პატიმრების გათავისუფლების საკითხთან კავშირში. ჩვენ უკანონოდ დაკავებულების საკითხი ცალკე ბლოკად განვიხილეთ. ამაზე კონსულტაციები აუცილებლად გაგრძელდება. პროცესი რთული და შრომატევადია, მაგრამ მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ თუ გადავხედავთ ყველა ფაქტს, რაც კი მომხდარა - უკანონო დაკავება, ყველა ჩვენი მოქალაქე დაუბრუნდა საკუთარ ოჯახს. ამ პროცესში უმნიშვნელოვანესი როლი აქვს ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობას, რომელთა მონაწილეობის ხარისხი ძალიან მაღალ ნიშნულზეა, ამაში როლს თამაშობს რა თქმა უნდა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებიც“,- განაცხადა ირაკლი ანთაძემ.

რაც შეეხება ზაზა გახელაძის ჯანმრთელობის მდგომარეობას, რომელიც ოკუპანტებმა ჯერ დაჭრეს და შემდეგ დააკავეს, ირაკლი ანთაძის ინფორმაციით, მას გეგმიური სამედიცინო მომსახურება უტარდება და თავს კარგად გრძნობს.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების რიგით 96-ე შეხვედრა დასრულდა, რომელშიც ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. ხელისუფლების, ეუთოსა და ვეროკავშირის სადამკვირვებლო მისიებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმოამდგენლები მონაწილეობდნენ. მორიგი შეხვედრა 24 სექტემბერს დაიგეგმა.

ჰიდროელექტროსადგური
ენგურჰესი - Pia.ge

ენგურჰესზე ავარიაა - აფხაზური მედია

ენგურჰესზე ავარიაა. ამის შესახებ ინფორმაციას აფხაზური მედია ავრცელებს.

რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე, სოზარ სუბარი გაერთიანებული ერების ორგანიზაციის (UNHCR) ლტოლვილთა საქმეთა უმაღლესი კომისარიატის წარმომადგენლებს საქართველოში სალომე ქუსიკაშვილს და იოჰან ფრანცს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

1623674261

ქალაქ თბილისში, შარტავას ქუჩაზე, ამჟამად პოლიცია არის მობილიზებული. გარდაცვლილია 70 წლამდე კაცი. თვითმხილველთა თქმით, კაცი შეუძლოდ გახდა, დაეცა და გარდაიცვალა.

1623673804

2021 წლის ივლის-აგვისტოში ვანის არქეოლოგიურ მუზეუმში საქართველოს ეროვნული მუზეუმის და საქართველოში იტალიის საელჩოს ორგანიზებით გამოფენა - „სიცოცხლე და სიკვდილი - დიდებული პომპეი“ გაიმართება. ინფორმაციას თიბისი ბანკი ავრცელებს.

1623673770

პირველი ივლისიდან მთელი საქართველოს მასშტაბით საყოფაცხოვრებო მომხმარებლისა და მცირე საწარმოებისთვის ელექტროენერგიის მიმწოდებელი კომპანიები იცვლება. ამის შესახებ ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

1623673336
JTEC-ის პირადი
შემადგენლობისთვის MILES I-HITS
და VBS-3 სიმულაციური
სისტემების ექსპლუატაციის
სწავლება მიმდინარეობს

JTEC-ის პირადი შემადგენლობისთვის MILES I-HITS...

ნატო-საქართველოს წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრში (JTEC) MILES I-HITS და VBS-3 სიმულაციური სისტემების სწავლება მიმდინარეობს, - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ავრცელებენ.

თბილისის მეტროს ორივე ხაზი მგზავრთა მომს...

ელექტროენერგიის შეზღუდვის გამო, 14:00 საათიდან თბილისის მეტროს საბურთალოს ხაზი მგზავრებს დროებით ვერ ემსახურებოდა.

ავარიულად გამოირთო 500 კვ-იანი ელექტროგა...

საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა საქართველოში ელექტროენერგიის შეზღუდვის მიზეზს განმარტავს.

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მ...

თბილისში ელექტროენერგიის გათიშვის გამო მეტრო გაჩერდა.