მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ანთაძე: ზაზა გახელაძეს სამედიცინო მომსახურება უტარდება

ერგნეთში შეხვედრა დასრულდა

ოკუპანტების მიერ დაჭრილ და შემდეგ დაკავებულ საქართველოს მოქალაქეს, ზაზა გახელაძეს გეგმიური სამედიცინო მომსახურება უტარდება და თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ირაკლი ანთაძემ ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

„მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“,- აღნიშნა ირაკლი ანთაძემ.

ცნობისთვის, შეხვედრაზე, სხვა საკითხებთან ერთად ოკუპანტების მიერ უკანონოდ დაკავებული ზაზა გახელაძის, ხვიჩა მღებრიშვილისა და გენადი ბესტაევისგათავისუფლების საკითხი განიხილეს.

ირაკლი ანთაძის თქმით, უკანონოდ დაკავებული პატიმრების გათავისუფლების საკითხზე კონსულტაციების წარმოებაზე უარი არ თქმულა და დიალოგი აუცილებლად გაგრძელდება მომდევნო შეხვედრაზე, რომელიც სექტემბერში გაგრძელდება.