მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალში COVID-19-ის შედეგები საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის შეხვერდრაზე შეაფასეს

აფხაზეთის საავადმყოფო

საერთაშორისო კრიზისული ჯგუფის მიერ ორგანიზებულ დისტანციურ საექსპერტო შეხვედრაზე, პოსტსაბჭოთა სივრცეში, კონფლიქტურ სიტუაციებზე COVID-19- ის პანდემიის გავლენა შეაფასეს. შეხვედრაზე კორონავირებთან ბრძოლაში საერთაშორისო თანამშრომლობის შესაძლებლობებზე და შეიარაღებული კონფლიქტის ზონებში ჰუმანიტარული კატასტროფების თავიდან აცილებაზე იმსჯელეს.

განხილულ იქნა პანდემიის შედეგები მთიანი ყარაბაღის, ოკუპირებული აფხაზეთის, ცხინვალისა და აღმოსავლეთ უკრაინის რეგიონებში. შეფასდა ის პოტენციური როლი, რომელიც ისეთ ორგანიზაციებს, როგორიცაა ჯანმო, ეუთო, ICRC, შეუძლიათ შეასრულონ კონფლიქტურ ზონებში მოსახლეობის ჰუმანიტარული დახმარების კუთხით.

შეხვედრას ასზე მეტი ექსპერტი, დიპლომატი, ჟურნალისტი და საზოგადო მოღვაწე ესწრებოდა. ღონისძიების მონაწილეებს RSMD-ის გენერალური დირექტორი ანდრეი კორტუნოვი ხელმძღვანელობდა.