მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აფხაზეთში დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება

ოკუპირებული აფხაზეთუ, არჩევნები

ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები ტარდება. ხმის მიცემის პროცესი 08:00 საათზე დაიწყო და 20:00 საათამდე გაგრძელდება. ორი უბანია გახსნილი რუსეთშიც.

დე ფაქტო პრეზიდენტის პოსტისთვის 5 კანდიდატი - სერგეი ბაღაფში, ვიტალი ბგანბა, რაულ ხაჯიმბა, ზაურ არძინბა და ბესლან ბუთბა იბრძვიან.

ცნობისთვის, აფხაზეთის დე ფაქტო უზენაესმა სასამართლომ ოპოზიციის კანდიდატის საჩივარი 10 იანვარს დააკმაყოფილა და გააუქმა 8 სექტემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის შედეგები, რომლის თანახმადაც, აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი მაშინ რაულ ხაჯიმბა გახდა.