„დღესაც დაუსჯელები დადიან ჩემი შვილის მკვლელები“, - ამის შესახებ არჩილ ტატუნაშვილის მამამ გივი ტატუნაშვილმა მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე ჟურნალისტებს განუცხდა.
„მე მგონი, სასამართლო პროცესიც არ დასრულებულა. ისიც არ ვიცი, მიუსაჯეს თუ არა რამე დაუსწრებლად იმათ, რომლებიც მხილებულები იყვნენ ჩემი შვილის დაკავებასა და წამებაში“,- აღნიშნა გივი ტატუნაშვილმა.
ცნობისთვის, არჩილ ტატუნაშვილი ოკუპანტებმა 2018 წლის 22 თებერვალს საოკუპაციო ხაზიდან გაიტაცეს, შემდეგ მოკლეს.
ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს გატაცებიდან 26 დღის შემდეგ გადასცეს. ცხედარს წამების კვალი აღენიშნებოდა. არჩილ ტატუნაშვილი მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზეა დაკრძალული.