მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანია: აფხაზეთი რუსეთთან საზღვრის ხელმეორედ ჩაკეტვას არ გეგმავს

ბჟანია, აფხაზეთი, ინაუგურაცია

„რუსეთთან საზღვრის ჩაკეტვის საკითხი არ დგას, რადგან „რესპუბლიკაში“ COVID-19-ით ინფიცირების რაოდენობის ზრდა არ უკავშირდება რუსი ტურისტების შემოდინებას“,- ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ გაზეთ „იზვესტიასთან“ ინტერვიუში განაცხადა.

ბჟანიამ ხაზგასმით აღნიშნა, რომ სოხუმში ერთ-ერთ სამედიცინო დაწესებულებაში სანიტარული ნორმების უგულებელყოფას უკავშირდება ინფიცირების ბოლო შემთხვევები და არა რუსი ტურისტების შემოსვლას.

„სპეციალისტების მყისიერმა ქმედებამ შესაძლებელი გახადა ვირუსის ტემპის შეჩერება“, - აღნიშნა ე.წ. პრეზიდენტმა და დასძინა, რომ რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმებით, კოვიდინფიცირებულ პაციენტებს სამკურნალოდ კრასნოდარში გაგზავნიან.

ცნობისთვის, ოკუპირებულმა რეგიონმა რუსეთის ფედერაციასთან „საზღვარი“ 1-ელ აგვისტოს გახსნა. 10 აგვისტოს მონაცემებით, „საზღვარი“ 230 ათასზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა. ოკუპირებულ აფხაზეთში ინფიცირების სულ 143 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 3 ვირუსით გარდაიცვალა.