მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანია: ქართველი ოკუპანტებისგან სოხუმის გათავისუფლებას გილოცავთ

ბჟანია, აფხაზეთი, ინაუგურაცია

„გილოცავთ ქართველი ოკუპანტებისგან ჩვენი დედაქალაქის გათავისუფლების 27-ე წლისთავს“, - ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის ასლან ბჟანიას მიმართვაშია აღნიშნული.

„1993 წლის 27 სექტემბერი ერთ-ერთი დიდებული და გმირული თარიღია აფხაზეთის მოსახლეობის სამამულო ომის ისტორიაში. ამ დღეს, 11-დღიანი ოპერაცია დასრულდა სოხუმის სრული განთავისუფლებით.

ეროვნული დროშის აღმართვა დასრულდა აფხაზეთის დედაქალაქში, ჩვენმა ჯარებმა გამარჯვებით განაგრძეს შეტევა ქვეყნის მთელი ტერიტორიის გასათავისუფლებლად“, - ნათქვამია დე ფაქტო პრეზიდენტის მიმართვაში.

ინფორმაციისთვის, დღეს სოხუმის დაცემიდან 27 წელი გავიდა. 1993 წლის 27 სექტემბერს სოხუმი დაეცა. სამხედრო დაპირისპირება ოკუპირებულ აფხაზეთში 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.

დღესვე საქართველოს მთავრობის მეთაურმა გიორგი გახარიამ. პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ და ხელისუფლების წარმომადგენლებმა ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპული, გმირების საფლავები ყვავილებით შეამკეს.

გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა ამერიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი კელი დეგნანი.

პრემიერის-განცხადებით, დღევანდელი დღე არის უმძიმესი ტკივილის დღე.

„ამ ომში გამარჯვებული არ არსებობს და ეს ომი ტრაგედიაა ჩვენთვის ყველასთვის - აფხაზებისთვისაც და ქართველებისთვისაც“, - აცხადებს გახარია.