მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

ასლან ბჟანია თბილისთან ურთიერთობების დასალაგებლად მზადყოფნას გამოთქვამს

ბჟანია, აფხაზეთი, ინაუგურაცია

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ „დამოუკიდებლობის“ აღიარების გარეშე, თბილისთან ურთიერთობების დასალაგებლად მზადაა.

ამასთან, ის „ძალის გამოუყენებლობის შესახებ შეთანხმებაზე“ ხელმოწერას ითხოვს. რუსული მედია აღნიშნავს, რომ ეს განცხადება მას შემდეგ გაჟღერდა, რაც რუსეთმა აფხაზეთს ფინანსური დახმარება შეუმცირა, ხოლო თბილისმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე მყოფ აბიტურიენტებს უნივერსიტეტებში ჩარიცხვის უფლება ერთიანი ეროვნული გამოცდების გარეშე მისცა.

ბჟანიას თქმით, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ აწერს ხელს საქართველო შეთანხმებას აფხაზეთის წინააღმდეგ ძალის არგამოყენების შესახებ.

„ჩვენ არ ვთხოვთ საქართველოს ხელმძღვანელობას აფხაზეთის სახელმწიფოს აღიარებას, მაგრამ შეთანხმება ძალის არგამოყენების შესახებ მხარეებს შორის დიალოგის შესაძლებლობას შექმნის“, - განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ექსპერტები აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტის განცხადებას „რიტუალურ ჟესტად“ მიიჩნევენ, თუმცა, მათი აზრით, ამჟამინდელ რეალობაში ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის ფაქტობრივ ხელმოწერაზე საუბარი ძნელი არ არის.

ოკუპირებულ აფხაზეთთან და ცხინვალთან უშუალო დიალოგის შენარჩუნების ერთადერთი საშუალება ჟენევის მოლაპარაკებების ფორმატია. დისკუსია ორი სამუშაო ჯგუფის ფორმატში ტარდება - უსაფრთხოების და ჰუმანიტარული საკითხების შესახებ.