მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანი: სომხებმა მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ აკრძალული რაკეტა გამოიყენეს

საბრძოლო რაკეტა

სომხეთის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ მშვიდობიანი მოსახლეობით დასახლებული სოფლების დაბომბვას. ამის შესახებ ინფორმაციას აზერბაიჯანული მხარე ავრცელებს.

მათივე ცნობით, სომხებმა რაკეტა ესროლეს გორანბოის რაიონის სოფელ მეშალს, სადაც მშვიდობიანი მოსახლეები ცხოვრობენ.

„რაკეტა კასეტის ტიპის საბრძოლო მასაა და აკრძალულია მისი გამოყენება“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. ორივე მხრიდან ასობით ადამიანი დაიღუპა და დაიჭრა. 10 და 18 ოქტომბერს მხარეებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს, თუმცა საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.

აგრეთვე წაიკითხეთ:

სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტი - უახლესი ამბები