მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანის პარლამენტმა საომარი მდგომარეობა გამოაცხადა

აზერბაიჯანული მეჯლისი

აზერბაიჯანის მეჯლისმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა რეპორტი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ წუთებში აზერბაიჯანის პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს.

მოხსენების თანახმად, შეხვედრაზე განხილულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე, 29-ე და 111-ე მუხლების შესაბამისად.

კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად როდესაც უცხო სახელმწიფო ან სახელმწიფოები აცხადებენ ომს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქვეყანა საომარ მდგომარეობას აცხადებს.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

შეგახსენებთ სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.