მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას მიაღწიეს

სერგეი ლავროვი, ჯეიჰუნ ბაირამოვი და ზოგრაბ მნაცაკანიანი

აზერბაიჯანმა და სომხეთმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიაღწიეს. შესაბამისი დოკუმენტი მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმათა მინისტრების შეხვედრაზე გაფორმდა.

აღნიშნული შეთანხმება 10 ოქტომბრის 12:00 საათიდან უნდა ამოქმედდეს.

მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების სამმხრივი მოლაპარაკება გვიან ღამით დასრულდა. სერგეი ლავროვის, ჯეიჰუნ ბაირამოვის და ზოგრაბ მნაცაკანიანის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური მიღებების სახლში გაიმართა.

მანამდე რუსეთმა მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა, ხოლო ვლადიმერ პუტინი ორი ქვეყნის ლიდერს ტელეფონით ესაუბრა.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. მხარეები ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.