მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანთან ბრძოლაში დაჭრილი 19 წლის სომეხი ჯარისკაცი გარდაიცვალა

ჯარისკაცის ჩაფხუტი და იარაღი

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ბრძოლის დროს დაჭრილი ჯარისკაცი არტურ მურდაიანი საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.

„23 ივლისს, ცენტრალურ კლინიკურ საავადმყოფოში გარდაიცვალა წვევამდელი ჯარისკაცი, რიგითი არტურ მურდაიანი ბაგრატოვიჩი, (დაბადებული 2001 წელს) რომელიც ბრძოლის დროს თავის არეში მძიმედ დაიჭრა“,- აღნიშნულია თავდაცვის უწყების განცხადებაში.

12 ივლისს აზერბაიჯანმა და სომხეთმა ერთმანეთი „ცეცხლის შეწყვეტის შესახებ“ ხელშეკრულების დარღვევაში და სასაზღვრო ტერიტორიაზე საარტილერიო ძალის გამოყენებაში დაადანაშაულეს.

საზღვრისპირა რეგიონებში სამხედრო დაპირისპირების ფონზე, ბაქო ერევანს ატომურ ელექტროსადგურზე თავდასხმით 16 ივლისს დაემუქრა. აღნიშნული განცხადება პასუხი იყო სომხური მხარის განცხადებაზე, რომელიც თავის მხრივ, მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის მიტანით დაემუქრა.