მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მედია: სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა განჯაში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუხსნეს

ყარაბაღის კონფლიქტი

სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ოქტომბრის ღამეს, განჯის ცენტრში, მრავალბინიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუხსნეს. ამის შესახებ report.az წერს.

მათი ცნობით, სომხურმა მხარემ ცეცხლი, საომარი ზონიდან 100კმ-ით დაშორებულ დასახლებულ რაიონს გაუხსნა. არის მსხვერპლი. უამრავი სამოქალაქო ინფრასტრუქტურული ობიექტი მნიშვნელოვნად დაზიანდა.

როგორც აზერბაიჯანის სახალხო დამცველის აპარატი აცხადებს, ადგილზე ჩარჩენილი ადამიანების გადასარჩენად ხორციელდება შესაბამისი ზომები. შესაძლოა, დაშავებულთა რიცხვი გაიზარდოს.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.

ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გაფორმებული შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ხელშეკრულების დარღვევაში ადანაშაულებენ.