მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე - ჯებრაილთან მნიშვნელოვანი ტერიტორია დავიკავეთ

აზერბაიჯანის ჯარი ყარაბაღში შეტევას განაგრძობს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, მათ ქალაქ ჯებრაილთან მნიშვნელოვან სამხედრო წარმატებას მიაღწიეს და საკმაოდ დიდი ტერიტორია დაიკავეს. ამის შესახებ გამოცემა „რეპორტ.აზ“ იუწყება.

„განადგურებულია მოწინააღმდეგის ტექნიკა და ცოცხალი ძალა“ - აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

აგრეთვე, „რეპორტ.აზ“ იუწყება, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი 9 ოქტომბერს მოსკოვში გაემგზავრება, სადაც რუსეთის და სომხეთის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებას გამართავს.

შეგახსენებთ, რომ 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. შეიარაღებული დაპირისპირება ამ დრომდე გრძელდება.