მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე - სომეხი სამხედროები მშვიდობიან მოსახლეობას კვლავ ბომბავენ

აზერბაიჯანული მხარე სომხებს მშიდობიანი მოსახლეობის დაბომბვაში ადანაშაულებს

აზერბაიჯანული მხარის ინფორმაციით, სომეხი სამხედროები მშვიდობიან აზერბაიჯანულ მოსახლეობას კვლავ ბომბავენ. ამის შესახებ გამოცემა report.az იუწყება.

აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ტერტერის რაიონში 26 მშვიდობიანი ადამიანი დაიჭრა. „სომხური მხრიდან გახსნილია საარტილერიო ცეცხლი საავადმყოფოების, სკოლების, ბაღების, სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის მიმართულებით" - წერია განცხადებაში.

აზერბაიჯანის პროკურატურის ინფორმაციით, პირები, რომლების ჟენევის კონვენციას არღვევენ და მშვიდობიან მოსახლეობას ცეცხლს უხსნიან, ამ დანაშაულისთვის პასუხს აგებენ.

ცნობისთვის, მთიან ყარაბღში 27 სექტემბერს მდგომარეობა უკიდურესად გამწვავდა. ამჟამად იქ აზერბაიჯანულ და სომხურ მხარეს შორის საბრძოლო მოქმედებები მიმდინარეობს.