მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე: ფაშინიანი კაპიტულაციისთვის ემზადება

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი

„ის ფაქტი, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა მთიან ყარაბაღში სომხური ძალების უკან დახევა აღიარა, კაპიტულაციისთვის მის მზადებას ნიშნავს“. ამის შესახებ გამოცემა „Report.az” წერს.

გამოცემის ინფორმაციით, ფრონტზე წარუმატებლობა სომხეთის შიგნით პოლიტიკურ მდგომარეობას დაძაბავს, ვინაიდან მოსახლეობა და ოპოზიციური ძალები მთიან ყარაბაღში სომხური ძალების წარუმატებლობაში სომხეთის ხელისუფლებას დაადანაშაულებენ.

„Report.az“ წერს, რომ ყარაბაღში ბრძოლა აზერბაიჯანის გამარჯვებით დასრულდება, რომელიც სომხეთის მიერ 1994 წლიდან ოკუპირებული მიწების გათავისუფლებას შეძლებს.

ცნობისთვის, მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის საომარი მოქმედებები 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთის შეიარაღებული ძალების მხრიდან ამ ხნის განმავლობაში 500-ზე მეტი ჯარისკაცი და ოფიცერი დაიღუპა. აზერბაიჯანული მხარის დანაკარგების შესახებ უცნობია.

10 ოქტომბერს მოსკოვში აზერბაიჯანის, სომხეთის და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება გააფორმეს. ამის მიუხედავად, კონფლიქტის ზონაში საბრძოლო მოქმედებები გაგრძელდა.