მთავარი

ძიება

ვიდეო

ქვიზები

კონტაქტი

აზერბაიჯანული მხარე სომეხი სამხედროების დაბომბვის კადრებს ავრცელებს (ვიდეო 18+)

აზერბაიჯანმა სომეხი სამხედროების განადგურების კადრები გაავრცელა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო სომეხი სამხედროების დაბომბვის კადრებს ავრცელებს. კადრში ჩანს სამხედროები, რომლებიც სატვირთო ავტომობილთან მოძრაობენ. სწორედ ამ დროს ეცემა ამ ადგილას ჭურვი.

სომხეთის არმიის მე-10 სამთო მსროლელი დივიზიის მე-7 ბატალიონმა ჩვენს მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად მნიშვნელოვანი დანაკარგი განიცადა - ამის შესახებ report.az წერს.

„ჩვენმა სამხედროებმა დასახმარებლად მიმავალი სომხების სარეზევრო ძალები აღმოაჩინეს და გაანადგურეს,“- აცხადებენ აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში.

ცნობისთვის, 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში და მოსაზღვრე რაიონებში აზერბაიჯანულ და სომხურ შეიარაღებულ ძალებს შორის ბრძოლა მიმდინარეობს. ორივე მხრიდან არიან დაღუპულები და დაჭრილები.